1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
ფოტო: შემოსავლების სამსახური
1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 130 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული. ვიდეო ინსტრუქცია კი იხილეთ ბმულზე.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299
დღეის მონაცემებით, 130 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 14:02
რეგიონი
ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განვითარების მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. LIVE
ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში განვითარების მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. პროექტი დამატებით 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
25 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
პაატა სალია: ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში 3 დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
25 ივნისი 2026, 13:49
საზოგადოება
გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვაზე: ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან - ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში
ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმიანება და წერს, რომ ამ „სკეტჩში“ მონაწილეებმა, ყველა ონკოპაციენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.
25 ივნისი 2026, 13:39
მსოფლიო
მედია: ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ნაწილი დატოვა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 13:27
სამართალი
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავდა, პარლამენტმა დაამტკიცა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
25 ივნისი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ავტოსაგზაო შემთხვევები იყოს აღმოფხვრილი
მინიმალური დარღვევების შემთხვევაში იყო მაღალი ფინანსური ტვირთი მოქალაქისთვის ამიტომ, ჩვენ ამ ცვლილებით ავირჩიეთ უფრო დიფერენცირებული მიდგომა, სადაც იქნება სამი კლასი დარღვევის და იქნება სიჩქარის გადაჭარბების ადეკვატური სანქცია,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით.
25 ივნისი 2026, 13:26
საზოგადოება
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი „ასეთი ხუმრობები“?
ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ და მაყურებელთა გასამხიარულებლად იყენებენ და აღნიშნავს, რომ TBC ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია.
25 ივნისი 2026, 13:23
საზოგადოება
უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა დაათვალიერა.
25 ივნისი 2026, 13:18
რეგიონი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში არსებული თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სასწავლო სიმულატორებსა და აღჭურვილობას გაეცნო. აღნიშნული ტექნოლოგიები მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების საშუალებას აძლევს.
25 ივნისი 2026, 13:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მოლდოვაზე: ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში
შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზების შედარება. მათთვის სახელმწიფოს სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ ჰქონია, ქართველს კი ასეთი დამოკიდებულება ვერც კი დაესიზმრება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 13:16
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა
25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
25 ივნისი 2026, 13:15
რეგიონი
რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება.
25 ივნისი 2026, 13:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტზე: პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია
პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 13:14
სამართალი
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზი“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში
25 ივნისი 2026, 13:14
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
25 ივნისი 2026, 13:11
სამართალი
პაატა სალიამ გაერო-ს ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო
„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
25 ივნისი 2026, 13:10
ეკონომიკა
სებ-მა მაისში რეკორდული მოცულობის წმინდა შესყიდვები განახორციელა და 632.9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა
2026 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 13:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წელიწადნახევარია, რაც PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია არ მონაწილეობს სწორედ იმიტომ, რომ PACE არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას. რაიმე მოაკლდა ჩვენს ქვეყანას?
PACE-ში რომ საქართველოს დელეგაცია არ მონაწილეობს, თქვენ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმენაირად იგრძენით? ან თქვენი აზრით, პარლამენტმა რამე იგრძნო? რაიმე მოაკლდა ჩვენ ქვეყანას? - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა PACE-ში საქართველოს დელეგაციის საკითხზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
25 ივნისი 2026, 13:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრაციაზე: ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების - საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით
თუ შევხედავთ უკანონო მიგრაციის გამოწვევებს საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 13:01
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს.


