26 ნოემბერი 2022, 10:18 / სანდო წყარო

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ტექნოლოგიური და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

ევროკავშირის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს და თბილისის პოლიციის, საექსპერტო კრიმინალისტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს, სადაც დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ შეძენილი აღჭურვილობის ეფექტურობას და მათი გამოყენების პირველად შედეგებს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს მათი საქმიანობის გაუმჯობესებაში, არამედ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გასაძლიერებლად. ჩვენი მხარდაჭერა, ასევე მიემართება მოქალაქეებზე ორიენტირებული, ეფექტური საჯარო სერვისების მიწოდებაზე“, - აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი აგატა ნიბოი.

ევროკავშირის SAFE პროგრამის ერთ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება. სპეციალიზებული საექსპერტო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად გააანალიზოს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, ასევე ჩაატაროს ნარკოტიკულ ნივთერებებათა და ფარმაცევტულ საშუალებათა სრულყოფილი ექსპერტიზა.

დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბავშვთა ოთახი, რომელიც სტრესისგან თავისუფალ გარემოს უზრუნვეყოფს და აძლევს გამომძიებლებს საშუალებას, გამოკითხონ არასრულწლოვნები მშვიდ, გარე ფაქტორებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალ სივრცეში.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის 250 კომპლექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს გადაეცა, რათა მოძალადეების გადაადგილების თვალყურის გზით, მოხდეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. მსოფლიო მაშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტები 95%-ით მცირდება, ხოლო შემაკავებელი ორდერის ეფექტურობა იზრდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და გაეროს მომსახურების ოფისს გაწეული დახმარებისა და წლების მანძილზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ნამდვილად აღსანიშნავია ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენი ტექნოლოგიური ბაზისა და IT ინფრასტრუქტურის აღჭურვის კუთხით“, - განაცხადა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა.

ევროკავშირის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემას, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაუდებელი სამაშველო აღჭურვილობის შეძენას.

„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით ვეხმარებით საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების ტექნოლოგიური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. არაერთი მაღალტექნოლოგიური პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობა უკვე გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, - აცხადებს UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი.

2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა 1,800,000 აშშ დოლარის ღირებულების მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” პროექტის ფარგლებში UNOPS-ის მიერ განხორციელდა. პროექტი „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

ყველა სიახლე

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

15 აპრილი 2026, 19:16

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 19:09

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბაჩო ოდიშარია

15 აპრილი 2026, 18:57

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

15 აპრილი 2026, 18:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:51

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

15 აპრილი 2026, 18:45

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 18:43

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება

გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.

15 აპრილი 2026, 18:41

პოლიტიკა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:31

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში

„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

15 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

15 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.

კირ სტარმერი

15 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება - ამ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას

ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ქადაგიშვილი: პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას

პოლიტიკა და პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა გადაივლის და საბოლოო ჯამში დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას

ის რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს

„რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ პირობითად სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს პირველ რიგში. ერთია პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2026, 17:53

რეგიონი

ქუთაისის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.