კახა კალაძე: 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდება
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.
ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.
„დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი - ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე - საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ; ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით - ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა 84 060 ადგილიდან 110 00 ადგილამდე - ეს შესაძლებელი იქნება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას: 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი; დამატებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა; დამატებით, 40 ახალი ვაგონი მეტროსთვის; მეტროსადგურების რეაბილიტაცია; სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა და ტაქსების რეფორმის III ეტაპი.
რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში 10 მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. - ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. - კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. - სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. - უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.
„10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისთვის და მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი დედაქალაქში კიდევ უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე გადაადგილდებოდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 10:02
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს - „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს
არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს. უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
07 სექტემბერი 2026, 09:40
მსოფლიო
რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის
„ჩემი გული თანაუგრძნობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, რომელიც უკვე მრავალი წელია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ნგრევის შეჩერებისა და დიალოგისა და მშვიდობისთვის გულების გახსნისკენ. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას“, - დაწერა რომის პაპმა.
07 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს
„მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლები მას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრება“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.
07 სექტემბერი 2026, 09:29
სპორტი
ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა
ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში სპორტის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი „ქასთელ რაიდერსი" იყო.
07 სექტემბერი 2026, 09:18
მსოფლიო
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი. დაშავდა ათობით მოსწავლე. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
07 სექტემბერი 2026, 09:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი გრენლანდიაში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ნუუკის აეროპორტში მას დანიისა და გრენლანდიის პრემიერმინისტრები დახვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მათთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოდ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და გრენლანდიას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას.
07 სექტემბერი 2026, 09:14
მსოფლიო
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
07 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
მაიამიში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
07 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მისაყვანად მზად არის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
07 სექტემბერი 2026, 08:54
მსოფლიო
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე შავი ფერის მაისურით მივიდა, რომელზედაც თეთრი ასოებით ეწერა „კიევის რეჟიმი.“ ამ ფაქტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
07 სექტემბერი 2026, 08:43
მსოფლიო
სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა
ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
07 სექტემბერი 2026, 08:32
მსოფლიო
ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
07 სექტემბერი 2026, 08:20
მსოფლიო
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. „აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“
07 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
07 სექტემბერი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
07 სექტემბერი 2026, 00:45
სპორტი
მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
06 სექტემბერი 2026, 23:29
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის
აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
06 სექტემბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს
თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები
ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას
რასაც ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნები ამჯობინებენ სუვერენული გადაწყვეტილების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას.


