მიხეილ ჩხენკელი: სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უკრაინელმა ბავშვებმა შეძლონ განათლების მიღების გაგრძელება შესაბამის დონეზე
მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. უკრაინული კურიკულუმით განსაზღვრულ საგნებთან ერთად მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, საგანს „ჩვენი საქართველო“ და საქართველოს ისტორიას. ამასთან, სკოლის მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია არაფორმალური განათლების წრეები – სპორტის, მუსიკის და ტექნოლოგიების მიმართულებით.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისი სასწავლო პროგრამის შეთავაზებაზე, რაც მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
„უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თითოეულმა მათგანმა შეძლოს განათლების მიღების გაგრძელება შესაბამის დონეზე. გარდა ამისა, უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტირებაც,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.
უკრაინულ სექტორებზე დასაქმებულია უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს მოსწავლეების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. უკრაინულენოვანი სექტორის ხელმძღვანელებად ასევე დანიშნული არიან უკრაინიდან ჩამოსული სპეციალისტები.
უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად და ქართველ თანატოლებთან მათი ინტეგრაციის მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით სპორტული ფესტივალები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, კაჭრეთსა და ბათუმში, რაც ქართველი და უკრაინელი მოსწავლეებისთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დამეგობრების შესანიშნავი შესაძლებლობა გახლდათ.
საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნასა და უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელებულ პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლოტმაც.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 16:54
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.
16 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.
16 აპრილი 2026, 16:25
პოლიტიკა
დევიდ ფულფორდი: იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ფულფორდი 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
16 აპრილი 2026, 16:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
16 აპრილი 2026, 16:18
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგ კურსს აცხადებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგ კურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 16:10
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს
უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 16:09
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის.
16 აპრილი 2026, 16:00
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ
ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
16 აპრილი 2026, 15:43
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.
16 აპრილი 2026, 15:43
საზოგადოება
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.
16 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:39
რეგიონი
რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 15:37
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
16 აპრილი 2026, 15:32
საზოგადოება
ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს
კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:26
პოლიტიკა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
ჯანლუკა გრეკო საჯარო სერვისების ფორუმზე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე, - განაცხადა გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკომ საჯარო სერვისების ფორუმზე.


