imedi /  01 დეკემბერი 2022, 16:26 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის განხორციელდა.

„ახალი სასწავლო წელი სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.

2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ისტორიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გადაამუშავა საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა შესაბამისი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად სწავლობენ.

„სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ. ამასთანავე, მომზადებულია შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსი, რომლის განვითარება მოსწავლეთა პროგრესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება დაიწყო, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. მოსწავლეებს გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა წოდების მქონე მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ.

გაფართოვდა საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტში ამჟამად 40 სკოლაა ჩართული. კურსის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, საერთაშორისო მისიები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის მიმართულებებს, ე.წ. „თეგ რაგბი“, ანუ უკონტაქტო რაგბი დაემატა. 4000 გადამზადებული სპორტის მასწავლებელი, რაგბის ელემენტების გამოყენებით სპეციალური ვარჯიშებით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სწორ ფიზიკურ განვითარებას.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდა და სკოლებში დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების განვითარებასა და გაძლიერებას.

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობისთვის 2022-2023 სასწავლო წლიდან საპილოტე 50 სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები, გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, დამატებით მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 60-ზე მეტი ინგლისური ენის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელი. პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი პროფილი და თვალი ადევნონ პროგრესს.
მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში პროექტებით სწავლების დანერგვის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტები ხელოვნებასა და მუსიკაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტებით სწავლება მიმდინარეობს ასევე სამოქალაქო განათლების მიმართულებითაც და თითოეულ საგანში პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახლდა მოსწავლეთა ახალგაზრდული ბანაკები და 2023 წლისთვის აღნიშნული ინიციატივის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.
რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილ უნიკალურ პროექტს „პირველი არხი განათლება“, აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის განახლდება აღნიშნული ტელეარხის პროგრამა და ორიენტირებული იქნება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შეთავაზებაზე.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ქართველი მოსწავლეების წარმატებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად ტარდება ათასწლეულის ინოვაციის შესანიშნავი კონკურსი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების ხელშეწყობას ემსახურება. აღნიშნულ კონკურსში პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი. განათლების სისტემაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში მოსწავლეების ჩართულობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. სისტემაში სოციალური მუშაკებისა და მანდატურების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 85 საჯარო სკოლას ჰყავს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას უწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე განათლების სისტემაში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მაკა სახურია

31 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე, - წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.