01 დეკემბერი 2022, 16:21 / სანდო წყარო

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელმა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიეერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის განცხადებით, სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს, რაც მოიცავს: სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულად წარმართვას, სასწავლო რესურსების გაუმჯობესებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას, სწავლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მისი ავტონომიურობის ხარისხის ზრდასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკოლების მხარდამჭერი ძლიერი მექანიზმების ამუშავებას.

„ჩვენი ინიციატივით, სისტემაში პირველად, ყველა სკოლა ახორციელებს თვითშეფასებას, რაც იძლევა სკოლების მიზნობრივი მხარდაჭერის საშუალებას. აღნიშნული პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.
ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვას, რაც გაზრდის სისტემის შესაძლებლობებს ინსტიტუციური თვითშეფასების პროცესის განსახორციელებლად. ამასთან, ჩატარებული ანალიზის შედეგები სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემური შეფასებისა და სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების მხრიდან შესაბამისი მხარდამჭერი ინტერვენციების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი გახდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა დაექვემდებარება ავტორიზაციას. ამ პროცესის მთავარი მიზანია ეროვნული სტანდარტების დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით. განახლებული სტანდარტები ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თავისებურებებს და მათი სისტემაში დანერგვა ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის გაუმჯობესებას და მის სკოლის მხარდამჭერ მექანიზმად ქცევას. სტანდარტები შექმნის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, პირველად სისტემაში, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის გადამზადდა ხარისხის სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე აღმოუჩენს სკოლებს მხარდაჭერას, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, ისე თვითშეფასების განხორციელებისა და ავტორიზაციისთვის მზადების პროცესში.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო მოსწავლეთა ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხი. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ჩართულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი საჯაროდ ქვეყნდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს სახელმძღვანელოების პროექტების გაცნობისა და მათზე შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდა მე-10 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება. გამოცხადებულია კონკურსი I, II და XI კლასის სახელმძღვანელოების შექმნაზე, რაც უახლესი მოვლენებისა და თანამედროვე სწავლების მიდგომების სახელმძღვანელოებში ასახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, პარალელურად, მიმდინარეობს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, შემუშავდა ინკლუზიური განათლების მართვის განახლებული მოდელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის ყველა საჭირო სერვისის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. უკანასკნელ წლებში სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერისა და მათი დაფასების მიზნით არაერთი ნაბიჯი იდგმება, მათ შორის აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსი ტარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდაჭერას. მისი თქმით, გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი. სწორედ ამ მიზნით ვითარდება, როგორც ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, ასევე, ბილინგვური სასწავლო რესურსები. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური მიდგომით სწავლება 41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებით საფეხურზე მიმდინარეობს. ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, რისთვისაც შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოყოფილია და მიმდინარეობს ადამიანური რესურსის მომზადება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მასწავლებლებს მიეცათ მშობლიურ ენაზე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საშუალება, რაც უზრუნველყოფს, როგორც აზერბაიჯანული და სომხური ენების სწავლების მაღალ ხარისხს, ასევე მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ახალ შესაძლებლობებს.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეებზე ზრუნვა და, ამავდროულად, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში იყვნენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის შესაბამის ცოდნას გადასცემენ. ამ მიზნების მისაღწევად, რეფორმის ფარგლებში უკვე არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა - როგორც მოგეხსენებათ, იმ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, უკვე დატოვეს სისტემა.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ წელს პირველად დაამტკიცა მასწავლებელთა შერჩევის ისეთი მექანიზმი, რომელშიც კომისიური წესით, გარდა სკოლის წარმომადგენლებისა, მონაწილეობენ საგნობრივი ექსპერტები და გარე ორგანიზაციები, რაც უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურის მეტ გამჭვირვალობას.

მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლის დირექტორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. ამ პროცესში სამინისტრო უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს ყველა მსურველს. შეთავაზებულია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და კონსულტაციები.

სერტიფიცირების პარალელურად, მოქმედი დირექტორებისთვის შეთავაზებულია გადამზადება. ამ გზით ყალიბდება დირექტორების მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის ლიდერთა შემდგომ პროფესიულ განვითარებას. 2023 წელს კი, დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.