მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები გააცნო
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.
„მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. წილად მხვდა პატივი და გასული წლის ბოლოს, ბრიუსელში ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან ერთად, ხელი მოვაწერე საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. შედეგად, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში,‘‘ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა Horizon Europe-ის დაფინანსება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი და საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. 2022 წელს უკვე სახეზეა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში და Horizon Europe-ის ეროვნულ ქსელს კერძო უნივერსიტეტებიც უერთდებიან.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. 2022 წლის თებერვალში ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი შევიტანეთ და შედეგად, 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. COST-ის სრულუფლებიანი წევრობა ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობას აძლევს, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობის ოფისი დაფუძნდა. DAAD-ის რეგიონული ოფისი ხელს უწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის, რაც მიმართულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისკენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მისივე თქმით, ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიმდინარე წელს CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელს პირველად, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ ჩატარდა.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო მასშტაბით ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შვეიცარიულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარებაზე. მისივე თქმით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მან ბერნის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან პირადად განიხილა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში მოქმედი ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საკითხი.
მნიშვნელოვანია, რომ ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის აღდგენის საკითხი განიხილა, რომელსაც გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კიტა ჩხენკელმა ჩაუყარა საფუძველი. ამასთან, მინისტრმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლის უკვდავსაყოფად მისი სახელობის მემორიალური დაფა გახსნა.
ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედების მნიშვნელობა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან. პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია.‘‘ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მიმდინარე წელს, მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირადად ეწვია ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრს და მის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალები განიხილა. მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსიც მოქმედებს, რომელიც სტუდენტებს ქართული ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 აგვისტო 2026, 01:20
მსოფლიო
CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.
01 აგვისტო 2026, 01:01
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
01 აგვისტო 2026, 00:50
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
31 ივლისი 2026, 23:39
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
31 ივლისი 2026, 23:22
მსოფლიო
Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 23:06
მსოფლიო
სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.
31 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 21:01
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი
გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.
31 ივლისი 2026, 20:57
პოლიტიკა
შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.
31 ივლისი 2026, 20:53
მსოფლიო
ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.


