პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა
მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე, რომლებიც მისი თქმით, განათლების ყველა საფეხურზე თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას, რასაც განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ადასტურებს.
„განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები ორი მლრდ. 30 მლნ. 800 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე, გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო აქტიურად, სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიაზე და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე. „თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. მიხეილ ჩხენკელმა იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკოლების მხარდამჭერი ძლიერი მექანიზმების ამუშავებას. მთავრობის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდაჭერას. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეებზე ზრუნვა და, ამავდროულად, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას. მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარლებში 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა, პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის პროცესი ფოკუსირებულია შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდაზე. კერძოდ, მოქალაქეებისთვის მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაზე შემდგომი დასაქმების, სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების მიზნით.
„ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობას პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მან ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას. მინისტრმა, დეპუტატებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული გამოცდების რეფორმის მნიშვნელობაზე. „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა და ამოქმედდა კლასტერული აკრედიტაცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად წინასწარ განსაზღვრულ დარგებში შეფასდება მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. 2028 წლამდე უმაღლესი განათლების ყველა სფერო ეტაპობრივად გაივლის კლასტერულ აკრედიტაციას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. როგორც მან განაცხადა, დაიგეგმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები გააცნო. მინისტრმა სწავლის დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, უნივერსიტეტების მხარდასაჭერად სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენი პრიორიტეტია, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგებიც გააცნო. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიინსტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 აგვისტო 2026, 01:20
მსოფლიო
CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.
01 აგვისტო 2026, 01:01
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
01 აგვისტო 2026, 00:50
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
31 ივლისი 2026, 23:39
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
31 ივლისი 2026, 23:22
მსოფლიო
Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 23:06
მსოფლიო
სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.
31 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 21:01
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი
გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.
31 ივლისი 2026, 20:57
პოლიტიკა
შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.
31 ივლისი 2026, 20:53
მსოფლიო
ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.


