imedi /  01 დეკემბერი 2022, 23:14 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: საქართველოში უმაღლესი განათლების დამთავრებულ პროგრამებზე აღებული დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

საზოგადოებამ დღეს იხილა განათლების ყველა საფეხურზე სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში ხედვება, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

მან სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„2012 წელს, განათლების და მეცნიერების ბიუჯეტი 626 მლნ. ლარი იყო. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია 4- ჯერ. ბაღებში, აღმზრდელების ხელფასი 2012 წელს იყო 255 ლარი და დღეს არის 150 %-იანი მატება და აღმზრდელების ხელფასი 2023 წლიდან კიდევ 100 ლარით გაიზრდება. მასწავლებლების ხელფასი 2012 წელს შეადგენდა 330 ლარს. დღეს, 2023 წლის ახალი ბიუჯეტის გათვალისწინებით, სრული დატვირთვის პირობებში, მათი ხელფასი იქნება 1230 ლარი. აქაც არის ხელფასის 4-ჯერ მატება. დამატებით მისასალმებელია პედაგოგებისთვის საშვებულებო დღეების გაზრდა და ასევე, დეკრეტული შვებულების 6 თვემდე გაზრდა, რომელიც მთავრობამ და სამინისტრომ მიიღო“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშენდა 181 ახალი სკოლა და რეაბილიტაცია გაუკეთდა 270 სკოლას, ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი, ჩაუტარდა 1800 სკოლას.

„ამჟამად მიმდინარეობს 400 სკოლის სატენდერო პროცედურები, სადაც 80 ახალი სკოლაა და 380 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი ამ ორ წელიწადში. შემდგომ იქნება მეორე ტალღაც, სადაც 2026 წლისთვის პრაქტიკულად, საქართველოში ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული, აშენებული და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებული“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, გიორგი ამილახვარის თქმით, შექმნილი და დანერგილია 68 დუალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 73%-ია.

„ეს არის კონკრეტული შედეგი პროფესიულ განათლებაში. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ის ხედვა, ის განხორციელებული სამუშაოები და უკვე დადებული ის ერთი აგური, რასაც ეს შედეგი მეტყველებს, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კუთხით, გაგრძელებული რეფორმა მიგვიყვანს იქ, სადაც ყველას ასე ძალიან გვინდა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე დაფუძნდა 33 პროფესიული კოლეჯი და სამინისტროს უშუალო ხედვაა, რომ პროფესიული განათლების დაფარვა მოხდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

„მიმდინარეობს, როგორც ახალი პროფესიული კოლეჯების ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დაინტეგრირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. შესაბამისად, უახლეს რამდენიმე წელიწადში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველასთვის იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარის თქმით, 2012 წელთან შედარებით, პროფესიულ კოლეჯებში არსებული ადგილების რაოდენობა, სიმძლავრეების შექმნის და მოთხოვნადობის თვალსაზრისით 3-ჯერ არის გაზრდილი.

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ქვეყანა პირველად გახდა დიდი საგანმანათლებლო ევროპული ოჯახის ნაწილი.

„იგივე სტანდარტები, რაც მოქმედებს ევროპაში აღიარებულია საქართველოშიც, რაც ჩვენ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამთავრებულ პროგრამებზე აღებული დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კონკრეტულ შედეგებს და სამინისტროს პოლიტიკას, ამას ჩვენ ვხედავთ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაში, სადაც წლიდან წლამდე იზრდება ერთობლივი, ორმაგი დიპლომების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების რაოდენობები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც საქართველოში დღეს 23 000 შეადგენს.

„უმაღლესი განათლების რეფორმების შედეგად საქართველო, განათლების კუთხით, რეგიონში გახდა ერთ-ერთი ფლაგმანი და მიზიდულობის ძალა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.