საქართველოს უნივერსიტეტები, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდებიან
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსი, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტების 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას გულისხმობს.
„მისი თქმით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინტერნაციონალიზაციას.
გიორგი ამილახვარი: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს –დავიწყეთ და გამოვაცხადეთ კონკურენტული ინოვაციის ფონდის მეორე საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 2 200 000 დოლარი პირდაპირ მოხმარდება, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ უნივერსიტეტებთან პარტნიორებით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის პროგრამების შექმნას. ეს ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი კვალიფიციური კადრების შემოყვანას საქართველოში იმ მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე მეტად არის დღეს დეფიციტური და ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას.
ეს არის ის პირველი შესრულებული დაპირება, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შევქმნათ რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დამატებით ცოდნას მოუტანს, როგორც საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, ასევე უცხოელებს.“
კონკურენტული
ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსები, რომლებიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. ამასთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.
მეორე საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტების პროგრამების შემუშავება/განვითარებას მოიცავს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; განათლება; ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.
მეორე საგრანტო კონკურსი 2023 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი, 23:59 საათი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია
არაერთი მსგავსი ინფორმაცია გასაჯაროებულა, რომ საქართველოს კრიტიკის ფონზე თავად ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან, 8 მილიარდამდე ვაჭრობა უფიქსირდება სანქციების გვერდით ავლით დიდ ბრიტანეთს რუსეთთან და ეს ყველაფრის მთქმელია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
26 თებერვალი 2026, 14:35
კულტურა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
26 თებერვალი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის თავნებობა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა მიმართულებით გაცხოველებული იატაკქვეშეთი, ერთგვარი დაფარული ვაჭრობა მიმდინარეობს რუსეთთან
არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს. განხორციელებულია, სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის გარიგება.
26 თებერვალი 2026, 14:29
რეგიონი
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დირექტორებთან ერთად განიხილა
„დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად განვიხილოთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
26 თებერვალი 2026, 14:26
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის კომპანიების ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.
26 თებერვალი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება
„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების „იმედის“ და „პოსTV“-ის სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს.,- წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერილში, რომლითაც მან ბრიტანეთის ელჩს მიმართა.
26 თებერვალი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის
„იმედსა“ და „პოსტივიზე“, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა „ნაც სექტა“, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა თავისუფალ მედიაზე თავსხმაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 14:16
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლების სახელით, თავდასხმა ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც არა მხოლოდ ამ ტელევიზიების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
26 თებერვალი 2026, 14:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, ეს აჩენს კითხვებს
ვერავის დავეთანხმები იმაზე, რომ ასეთი მეთოდებით, საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
26 თებერვალი 2026, 14:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.
26 თებერვალი 2026, 14:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.
26 თებერვალი 2026, 14:04
ეკონომიკა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 13:58
მსოფლიო
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 13:56
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში
ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.
26 თებერვალი 2026, 13:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას
„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 13:52
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
26 თებერვალი 2026, 13:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 13:34
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 12:48
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.


