09 ივლისი 2026, 08:32 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდენლი 9 ივლისს საქართველოში

9 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

სოხუმში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მზეა, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +13 იქნება. წვიმა იქნება ახალქალაქშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +30 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში იწვიმებს. დღისით +19 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მცირე ნალექია ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღე იქნება, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 09:30

მსოფლიო

POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთი ივლისის ბოლომდე დიზელის ექსპორტს აჩერებს, რათა ენერგეტიკული ბაზარი უკრაინასთან ომის გავლენისგან დაიცვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-სა და ირანის ურთიერთდარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა

აშშ-ის მიერ ირანზე ზედიზედ მეორე დღის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების გამო ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 09:15

სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა, ახალგაზრდა სპორტსმენები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაემგზავრნენ, სადაც 9 ივლისიდან 20-წლამდელთა შორის კონტინენტურ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

09 ივლისი 2026, 09:11

რეგიონი

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

09 ივლისი 2026, 09:06

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

09 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

CENTCOM: ამერიკულმა ძალებმა გასულ ღამეს ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) გასულ ღამეს ირანზე განხორციელებული იერიშის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იუწყება.

არჩილ გორდულაძე

09 ივლისი 2026, 08:53

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: წარმოუდგენელია, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს. „წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

09 ივლისი 2026, 08:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

09 ივლისი 2026, 08:15

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, შიდა საუბნო გზის ორ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა საყრდენი კედელი. პროექტების დასრულების შემდეგ სოფლის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გურამ მაჭარაშვილი

09 ივლისი 2026, 08:06

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას

საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.

09 ივლისი 2026, 08:04

პოლიტიკა

ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას

დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. დეკლარაციით, კანდიდატი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას

09 ივლისი 2026, 08:00

ეკონომიკა

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით, აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში ოფიციალურად გადავიდა.

09 ივლისი 2026, 02:38

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოთხშაბათს გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემდა, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება, - წერს სააგენტო Bloomberg-ი.

დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 02:18

მსოფლიო

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

09 ივლისი 2026, 00:39

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში

უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ახალი იყო ის, რომ მათ გადალახეს გარკვეული წითელი ზღვარი და ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, რაც არ არის შემთხვევითი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, მეზობლებთან, - თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, უფრო მეტად ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, უფრო მეტად ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ჯეი დი ვენსი

09 ივლისი 2026, 00:01

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ირანზე: თუ ისინი გემებს ესვრიან, ჩვენ გამანადგურებელ პასუხს გავცემთ მათ, ასე მარტივადაა და სწორედ ასე იმუშავებს ეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე სროლას გააგრძელებს, აშშ მათ „გამანადგურებელ პასუხს გასცემს“.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:01

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს მრავალვექტორული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა განსაზღვროს ისეთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიღწევადია.