www.imedi.ge /  09 აპრილი 2023, 11:02 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი: მიუხედავად მსხვერპლისა და დაღვრილი სისხლისა, 9 აპრილს ჩვენი ერის გამარჯვების დღედ მივიჩნევ

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

ზუსტად 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს,როდესაც სახელმწიფოებრიობის დასაცავად რუსთაველის გამზირზე გამოსული ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარმა დაარბია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ბრძოლა, რომელიც ქართველი ხალხის გაცნობიერებულ არჩევანად იქცა და დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად მსხვერპლისა და დაღვრილი სისხლისა, 9 აპრილს ჩვენი ერის გამარჯვების დღედ მივიჩნევ - ისტორიული მნიშვნელობის დღედ, რომელმაც საქართველოს ეროვნული მოძრაობა გაააქტიურა და ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა: ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ასე შეიძინა ორმაგი დატვირთვა 9 აპრილმა, რომელმაც ერის მოუშუშებელი ტკივილი და გამარჯვება გააერთიანა.

დამოუკიდებლობის ისტორია 1991 წელს არ მთავრდება. მონაპოვრის დასაცავად ბრძოლა დღემდე გრძელდება. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელებს ისტორია ინახავს, მაგრამ გმირობა ხომ მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ვლინდება, გმირები ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ ქართულ საქმეს და ქვეყნის მომავალს ქმნიან.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეას ეფუძნება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს სვლას ამ მიმართულებით. ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან საქართველო ევროპული სახელმწიფოა, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი.

რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებლობასა და მშვიდობიან კურსს ინარჩუნებს.
ჩვენი ქვეყანა ურთულეს გზას გადის, მაგრამ დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე - დიდი მადლობა მათ, ვინც საკუთარი თავდადებით თავისუფლებისკენ სავალი გზა გაგვიკვალა!“, - წერს ილია დარჩიაშვილი.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.