26 ივნისი 2023, 16:17 / სანდო წყარო

ComCom-ის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2022 წელს მედიაწიგნიერებაში 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 მოსწავლე გადამზადდა

კახა ბექაური

კახა ბექაური

პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, კახა ბექაურმა, პარლამენტს კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, კომისიამ 2022 წელს მედიაწიგნიერებაში 5722 მოსწავლე, 500 სტუდენტი და 900 პედაგოგი გადაამზადა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ComCom-ის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, EPRA-ს საბჭოს წევრებმა ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებში პირველად აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე, მედია აკადემიაში სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში, ასევე, ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი, რომელზეც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, ComCom-ის მიერ, ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი “მედიის გასაღებია”. “ეს არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფილმების პოზიტიურ შინაარსზე და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. 2022 წელს, “მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 100 მედიაპროდუქტის, მათ შორის, 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ განთავსდა ინფორმაცია” - აღნიშნა თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ფილმები სპეციალური ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თან ახლავს ინდივიდუალური აღწერა, კითხვები დისკუსიისთვის და ინფორმაცია, თუ რა დადებით შინაარსზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმისთვის, რომ მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ. “ “მედიის გასაღების” ვებ-გვერდს, 2022 წლის განმავლობაში 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა” - განაცხადა კახა ბექაურმა.

თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი მხარე ჩაერთოს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა თუ უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. „ონლაინ პლატფორმა, მომხმარებლებს, მათ შორის, მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს“, - განაცხადა კახა ბექაურმა და აღნიშნა, რომ პლატფორმას, 2022 წელს 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კახა ბექაურმა პარლამენტში მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. “პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის” - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პროექტი მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, ComCom-ის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს, ჩამოთვლილი მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, სულ 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 სკოლის მოსწავლე გადამზადდა, რომელთაც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები განუვითარდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ალექსანდრ ვუჩიჩი

13 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება

„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.

დეკანოზი გიორგი ბერაძე

13 აპრილი 2026, 11:15

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში

აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.

პიტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 11:04

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება

„ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც... ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მან ადგილობრივ გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.

13 აპრილი 2026, 11:04

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რობერტ ფიცო

13 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

13 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 10:27

მსოფლიო

WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ.

13 აპრილი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი/ლეო XIV

13 აპრილი 2026, 10:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 09:56

მსოფლიო

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

ილონ მასკი

13 აპრილი 2026, 09:48

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტუსკი

13 აპრილი 2026, 09:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:42

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პედრო სანჩესი

13 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჯორჯია მელონი

13 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.