კახა ბექაური: გასულ წელს მედიასკოლამ 100-ზე მეტი ჟურნალისტი გადაამზადა, მედიაკრიტიკას კი 350 ათასი ვიზიტორი ჰყავდა
კახა ბექაური
ფოტო: ComCom
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა. მისი განცხადებით, აკადემია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უკვე მეხუთე წელია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
კახა ბექაურის თქმით, მედიააკადემიის პროექტებიდან ერთ-ერთი - “მედიალაბია”, რომელიც ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპერებისთვის შექმნილ სივრცეს წარმოადგენს და მათ სტარტაპის დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. “გასულ წელს მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცეში 25 ღონისძიება ჩატარდა, სივრცით 600-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო 10-ზე მეტმა სტარტაპმა, აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა გაიარა. ასევე, ორჯერ ჩატარდა სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი“, რომლის მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენაა” - განაცხადა თავმჯდომარემ.
მედიააკადემიის პროექტების განხილვისას, კახა ბექაურმა მედიასკოლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერების, ასევე, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. მისივე თქმით, გასულ წელს, მედიასკოლამ ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 10-მდე სწავლება ჩაატარა, რომლებსაც 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზეც, რომ მედიასკოლამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასის პროექტი გააგრძელა, რომელსაც 4 ახალი ავტორის: მედიამენეჯერისა და პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას, ჟურნალისტ მაკა ანთიძის, BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას და თეატრმცოდნე და ტელეწამყვანის, ნიკა წულუკიძის 29 ვიდეო ლექცია დაემატა. “ონლაინ მასტერკლასი ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ის, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება” - განაცხადა კახა ბექაურმა და ხაზი გაუსვა, რომ მასტერკლასის ონლაინ სერიებს, ჯამურად მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.
კომიტეტზე კახა ბექაურმა მედიაკრიტიკის ონლაინ პლატფორმაზეც გაამახვილა ყურადღება: “პლატფორმა საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. “მედიაკრიტიკის” მიზანი კი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა” - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პლატფორმა ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება. მისივე თქმით, გასულ წელს, მედიაკრიტიკაზე 45 რეპლიკა, 52 რეცენზია და 50 ბლოგი გამოქვეყნდა, ხოლო, ვებ-გვერდს 350.000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედიაკრიტიკის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მასალებს, დაარსების დღიდან 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 21:55
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:34
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:29
საზოგადოება
ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.
14 ივლისი 2026, 20:51
საზოგადოება
ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.
14 ივლისი 2026, 20:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.
14 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.
14 ივლისი 2026, 20:42
რეგიონი
მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან
კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.
14 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.
14 ივლისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
14 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
14 ივლისი 2026, 20:24
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.
14 ივლისი 2026, 20:23
სამართალი
500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.
14 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.
14 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის
ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 19:06
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 18:47
მსოფლიო
ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.


