imedi /  22 ივნისი 2023, 15:17 / სანდო წყარო

კახა ბექაური: 2022 წელს ComCom-მა 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კახა ბექაური

კახა ბექაური

ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტს კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, კომისია უკვე 5 წელია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისთვის, აქტიურად მუშაობს.

კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ComCom-ის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, EPRA-ს საბჭოს წევრებმა ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებში პირველად აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე, მედიააკადემიაში სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში, ასევე, ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი, რომელზეც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, ComCom-ის მიერ, ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი “მედიის გასაღებია”. “ეს არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფილმების პოზიტიურ შინაარსზე და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. 2022 წელს, “მედიის გასაღების” პროექტის ფარგლებში, 100 მედიაპროდუქტის, მათ შორის, 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ განთავსდა ინფორმაცია” - აღნიშნა თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ფილმები სპეციალური ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თან ახლავს ინდივიდუალური აღწერა, კითხვები დისკუსიისთვის და ინფორმაცია, თუ რა დადებით შინაარსზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმისთვის, რომ მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ. “ “მედიის გასაღების” ვებ-გვერდს, 2022 წლის განმავლობაში 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა” - განაცხადა კახა ბექაურმა.

თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი მხარე ჩაერთოს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა თუ უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. “ონლაინ პლატფორმა, მომხმარებლებს, მათ შორის, მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს” - განაცხადა კახა ბექაურმა და აღნიშნა, რომ პლატფორმას, 2022 წელს 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კახა ბექაურმა პარლამენტში მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. “პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის”, - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პროექტი მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, ComCom-ის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს, ჩამოთვლილი მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, სულ 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 სკოლის მოსწავლე გადამზადდა, რომელთაც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები განუვითარდათ.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.

14 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.

14 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.

ბორის ჯონსონი

14 ივლისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 19:26

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.

ზურაბ პატარაძე

14 ივლისი 2026, 19:17

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

დავიდ სანჩესი

14 ივლისი 2026, 19:16

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის

ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 19:06

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

14 ივლისი 2026, 18:47

მსოფლიო

ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.

14 ივლისი 2026, 18:40

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.