08 ივლისი 2026, 18:48 / სანდო წყარო

ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს

ირაკლი ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას უკვე დაწყებული აქვს. ბენდელიანის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და განახლდა.

„სულხან-საბას ქუჩაზე ასფალტის დროებითი, ქვედა ფენა მოეწყო, რათა ადგილზე გადაადგილება შეუფერხებელი ყოფილიყო. რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პარალელურ რეჟიმში, ინგოროყვას ქუჩაზე მიმდინარეობს სატრანსპორტო სქემის დამუშავება, რომ იქაც მოხდეს მოძრაობის მიმართულებების შეცვლა. ამის შესახებ მოსახლეობას დამატებით შემდეგ მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დღეში შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს.

ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები მაქსიმუმ, ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება“, - განაცხად ირაკლი ბენდელიანმა.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები. პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები; პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

08 ივლისი 2026, 20:04

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:04

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა კუნძულ ხარკზე კონტროლი დაამყაროს

ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

08 ივლისი 2026, 19:34

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 19:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ანდრეი ბაბიში

08 ივლისი 2026, 19:17

მსოფლიო

ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას

ანკარაში გამართული ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 18:50

საზოგადოება

9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.

თამარ იოსელიანი

08 ივლისი 2026, 18:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“

„ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფლორიან სტანჩიუ

08 ივლისი 2026, 18:36

ეკონომიკა

Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის

ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი, ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 18:35

მსოფლიო

ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს

ვლადიმირ პუტინს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

08 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

„საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ირაკლი ბენდელიანი

08 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ირაკლი ბენდელიანი: მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება

მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

08 ივლისი 2026, 18:22

მსოფლიო

Euronews: რვა წევრი სახელმწიფო სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო კლასტერის გახსნას ეწინააღმდეგება - საერთო წინააღმდეგობა, ძირითადად, სერბეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის არგაზიარებას უკავშირდება

ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი.

 ანდრეა მეოლა

08 ივლისი 2026, 18:20

ეკონომიკა

CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის

მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, - აცხადებს "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ბიზნესის განვითარებისა და გლობალური ბაზრების დირექტორი ანდრეა მეოლა, რომელიც ბაქოში გამართულ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

 გოგა ხაინდრავა

08 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თენგიზ შარმანაშვილი

08 ივლისი 2026, 18:08

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი რომ მოქმედებაში იყოს, პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, თავსმოხვეული პოლიტიკისგან

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

ორჰან ზეინალოვი

08 ივლისი 2026, 18:02

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა

„აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორჰან ზეინალოვმა.

თენგიზ შარმანაშვილი

08 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აგებენ იმისთვის, რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს

„მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ხომ არ არის, ინფორმაცია იმალებოდეს. ახლა ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ნათელია. ეს ქვეყნები რომ ერთად შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, რომ ეს თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და არ იცვლებოდეს ყოველ წუთში, ეს არის ძალიან დადებით მიმართულება და არ შეიძლება ამას არ მიესალმო. მადლობელი ვართ ინიციატორებისა და ყველა იმ ქვეყნისა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.