კახა კალაძე: ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა შოვში განვითარებული სტიქიის გამო დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„დღეს გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება, გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც, მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული ისევ უკან შევიდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად. მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ჯარისკაცებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში.
მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა. მე რამდენჯერმე ვთქვი და ჩვენი შესაბამისი სამსახურებით, ეს იქნება ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა ამისი საჭიროება იქნება.
მინდა, შევეხო ასევე ერთ თემას, ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ოჯახთან მიმართებაში მიზანმიმართულად გავრცელდა. თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტებები და საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე. გაქვთ ამისი მცდელობა, რომ აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ. ეს სიცრუე იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს გადამოწმების გარეშე ავრცელებთ.
ამ საკითხზე მე მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიმეცა ნებართვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის, მცირეწლოვანი შვილების გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მე მივეცი მათ ამის ნებართვა.
საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა, და ნახა რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ეს ბოროტება დაგმო. უამრავი ჟურნალისტისგან, რომელიც ოპოზიციურ არხებზე მუშაობს, არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენენ და მათაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. ყველას მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის და აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და და ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე, როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი დავდგეთ ერთად. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, - განაცხადა კალაძემ.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 08:44
მსოფლიო
მედია: აფეთქებების ხმა ისმის დუბაისა და ბაჰრეინში
რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაისა და ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში. ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 მარტი 2026, 08:09
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
07 მარტი 2026, 02:46
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ნავთობის დროებითი გლობალური დეფიციტის გამო, აშშ-მა შესაძლოა შეაჩეროს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური დეფიციტის ფონზე, აშშ არ გამორიცხავს რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
07 მარტი 2026, 00:01
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: როდესაც პრეზიდენტი დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ოპერაციის მიზნები სრულად მიღწეულია, მაშინ ირანი უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ისთვის და ოპერაციის მიზნები სრულად არის მიღწეული, მაშინ ირანი, არსებითად, უპირობო კაპიტულაციის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
06 მარტი 2026, 23:37
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო.
06 მარტი 2026, 23:01
მსოფლიო
ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.
06 მარტი 2026, 22:18
მსოფლიო
მერცი: ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი - ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ირანთან საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო მიდგომის მოსაძებნად.
06 მარტი 2026, 21:58
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს
სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
06 მარტი 2026, 21:41
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ლომჯარია არის არსება, რომელსაც საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა სურს და ეს თუ არაა საკმარისი მისი უსამშობლობის დასტურად, ელჩის მანქანით რომ აპარებენ, იმ კადრებს რაღა მნიშვნელობა აქვს?!
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმიანება ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში ვიზიტს.
06 მარტი 2026, 21:37
მსოფლიო
AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 მარტი 2026, 21:30
საზოგადოება
ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
06 მარტი 2026, 21:21
მსოფლიო
ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ არ ადარდებს, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა „გაუვნებელყოფილია“ და ის ეძებს ახალ ლიდერებს, რომლებიც კარგად მოეპყრობიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რელიგიური ლიდერი იქნება და ქვეყანა არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.
06 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან შეხვედრა გამართა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
06 მარტი 2026, 21:03
მსოფლიო
ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს ხვდება
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ წუთებში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე პენტაგონში იმყოფება.
06 მარტი 2026, 20:51
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისი საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დადასტურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის - პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
06 მარტი 2026, 20:47
პოლიტიკა
თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულმა დელეგაციამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადყოფნა ყველა შეხვედრაზე დაადასტურა. საქართველოს გზავნილები ისმოდა სუვერენული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაზეც, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
06 მარტი 2026, 20:41
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
06 მარტი 2026, 20:36
მსოფლიო
ბრიუსელის ფუჭი დაპირებები - 2027 წელს უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უარი უკრაინას - 2027 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს ბრიუსელმა კიევს პირდაპირ და საჯაროდ უთხრა. საკითხზე გაერთიანებაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში გამართულ ვახშამზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
06 მარტი 2026, 20:33
მსოფლიო
საჰაერო დარტყმები ირანის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თეირანის მუქარა ამერიკა-ისრაელს და თავრიზიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის საკონსულო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბაქო თეირანისგან კი ამ დრომდე პასუხებს ითხოვს და ირანიდან დიპლომატიური მისიები გაჰყავს. პარალელურად, შეერთებული შტატები და ისრაელი საჰაერო დარტყმების ინტენსივობას ზრდიან.
06 მარტი 2026, 20:29
პოლიტიკა
ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა „ქრონიკის“ სიუჟეტი
სწორედ მის სახელს უკავშირდება სიცრუეზე აგებული მორიგი კვლევა, რომლითაც საკუთარ ქვეყანას სახიფათო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. კანდელაკს მეტი პასუხისმგებლობისკენ ოპოზიციიდანაც მოუწოდეს.


