18 ოქტომბერი 2023, 11:56 / სანდო წყარო

კახა კალაძე: დედაქალაქი აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად

ლილოს ნაგავსაყრელი

ლილოს ნაგავსაყრელი

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების შესახებ ცნობილია და მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით კარგად მესმის ადგილობრივი მოქალაქეების. ჩვენ მოვახდინეთ ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და უმნიშვნელოვანესი პროექტები დავგეგმეთ, რაც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოები შეამცირებს განთავსებული ნარჩენების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია (Enviroplan S.A. – „ენვიროფლან ეს ეი“), რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება.

ასევე, EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის ( აი სი ფი) დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი.

გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება.

აქვე ინფორმაციისთვის აღვნიშნავ, რომ დიდი ლილოს პოლიგონი ფუნქციონირებს 2010 წელს გაცემული ნებართვის შესაბამისად. ნაგავსაყრელი შედგება 3 უჯრედისაგან, პირველი და მეორე უჯრედი სრულად შევსებულია. ამ დროისთვის ფუნქციონირებს მესამე უჯრედი, სადაც მიმდინარეობს ნარჩენების განთავსება, გაცემული ნებართვის შესაბამისად. ხდება ნარჩენების კომპაქტირება და ყოველდღიურად გადაფარვა. ვინაიდან უჯრედებს აქვს თავისი ტევადობა, იგეგმება მეოთხე უჯრედის მოწყობა (10 ჰექტარზე), რომელზეც საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებულია პროექტი. 2010 წელს გაცემული ნებართვის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო სწორედ ოთხი უჯრედის მოწყობა“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველა სიახლე

17 მარტი 2026, 16:08

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად.

17 მარტი 2026, 15:54

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

17 მარტი 2026, 15:52

მსოფლიო

ირანი აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯას განიხილავს

ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯას განიხილავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?

როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ჰაკან ფიდანი

17 მარტი 2026, 15:46

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, ირანი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს.

17 მარტი 2026, 15:44

სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მაია ბითაძე

17 მარტი 2026, 15:37

პოლიტიკა

მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Georgia Rubberized Asphalt Summit 2026

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე იმ მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგია, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ნარჩენების მართვის კოდექსი შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ნარჩენების მართვა ეკონომიკის განვითარების ახალ მიმართულებად, რაც იმით დასტურდება, რომ დღეს ვსაუბრობთ საბურავის, როგორც ნარჩენის გადამუშავებასა და კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებაში“. - აღნიშნა მაია ბითაძემ.

17 მარტი 2026, 15:33

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს თეირანის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ირანმა რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ჩამოაგდო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა უარყოფს თეირანის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ირანმა რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ჩამოაგდო.

17 მარტი 2026, 15:33

ჯანდაცვა

სოფიო ასპანიძე პატრიარქზე: პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განუცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი 2026, 15:25

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: კონსილიუმზე ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ასაკის, მდგომარეობის გათვალისწინებით ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე

„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. რა თქმა უნდა, ყველანი უკმაყოფილონი ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტისა და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 15:21

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

17 მარტი 2026, 15:19

ეკონომიკა

თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა. კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე იური შულეიკო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ალი ლარიჯანი

17 მარტი 2026, 15:18

მსოფლიო

„ცაჰალი“: ალი ლარიჯანი მკვდარია

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.

17 მარტი 2026, 15:17

პოლიტიკა

დავით ფაცაცია საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანს ანტე იოზიჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანს ანტე იოზიჩს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

17 მარტი 2026, 15:17

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პატრიარქზე: ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ და მისთვის ვილოცოთ

მნიშვნელოვანია ყველამ ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში.

17 მარტი 2026, 15:05

მსოფლიო

Politico: ევროკავშირის და აშშ-ის ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები თხელ ყინულზე დგას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ნინო წილოსანი

17 მარტი 2026, 14:59

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ვერ გაერთიანდება ის, რაც არ დაშლილა. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ბოროტმოქმედ ძალას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი

სიმართლე არასდროს არ იმალება, მათ უკვე საჯაროდაც უწევთ იმის აღიარება, რომ გარედან დავალებული გაერთიანებაა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 14:55

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს

უკრაინამ, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 მარტი 2026, 14:53

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირზე: კარგად ხვდებიან, რომ არც გამჭვირვალობისა და არც „ოჯახური ღირებულებების“ კანონი საქართველოს მოსახლეობაში პროტესტს არ იწვევს - რიტორიკა გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ

„ეს რიტორიკა გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი ზეწოლა მოახდინონ. ვხედავთ, რომ ფაქტიურად სათქმელი აღარაფერი აქვთ, ერთი და იგივეს იმეორებენ. თუ ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერი დადის „გამჭირვალობის კანონამდე“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონამდე და ამ ყველაფრის შეფუთვას ცდილობენ თითქოს ეს არის დემოკრატიის უკუსვლის შედეგი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 მარტი 2026, 14:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ამის რეალიზაციას ვერ ახერხებენ

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.