imedi /  20 ოქტომბერი 2023, 18:08 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ღირსშესანიშნავი თარიღი პირადად მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარმა საუბრისას ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს განვითარების კუთხით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისი ნამდვილად იქცა რეგიონის მასშტაბით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ევროპული ხარისხის განათლება. მისი თქმით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნქციონირება და მათ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ამის თვალსაჩინო მაგალითია.

გიორგი ამილახვარი: „მინდა, უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით უნივერსიტეტის თითოეულ წარმომადგენელს – სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა. სწორედ ამ უნივერსიტეტის დამსახურებაა, ქუთაისის სხვა საგანმანათლებლო კერებთან ერთად, რომ ამ ქალაქს რეგიონში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა განათლების თვალსაზრისით.

საამაყოა, რომ დაარსებიდან 90 წლის შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო კერა, კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტატუსს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეისათვის აქვს 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც 9000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სწავლებისა და კვლევით პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება.

მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომლებიც პირნათლად ეწევიან საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს. მჯერა, კვლავაც გააგრძელებთ მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვას და არასდროს გადაუხვევთ ამ დიად მისიას.

ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში განათლება და მეცნიერება და ადგილზე შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. ამის მაგალითია ქუთაისი, რომელიც რეგიონის მასშტაბით იქცა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბად და აქ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ევროპული ხარისხის განათლება. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნქციონირება და მათ შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მართლაც უნიკალურს ხდის ამ ქალაქს.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უნივერსიტეტების განვითარებას და ვიზრუნოთ მათი კვლევითი პოტენციალის ამაღლებაზე. პირობას გაძლევთ, რომ მხარს დავუჭერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა იმ ინიციატივას, რომელიც თავად უნივერსიტეტისა და რეგიონის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ჩვენ ყველას გვესმის და ვიცით, რომ განათლების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ქვეყნის მყარ საფუძველს. ამ მიმართულებით მზად ვარ, ღია ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად აქტიურად ვიმუშაო. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მასშტაბურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტს განვახორციელებთ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ.‘‘

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამორჩეული ისტორია აქვს - 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიურმა ინსტიტუტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამ მოვლენას წინ უძღოდა, 1930 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად დაყოფა. სწორედ ამ ოთხიდან ერთ-ერთი იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელმაც 1933 წლიდან ქუთაისში გადმოინაცვლა. 1933-1990 წლებში სასწავლებელი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა, ხოლო 1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

დღეს უნივერსიტეტი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე 9000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 800-მდე უცხოელია. სწავლებისა და კვლევის პროცესს 524 პროფესორი და 436 სპეციალისტი ემსახურება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს აღნიშვნა მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ყველა სიახლე

20 მაისი 2026, 22:01

სამართალი

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

20 მაისი 2026, 21:45

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ საღამოზე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც კულტურათა თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითი.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას - ეს არის და ეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო.

თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპი

20 მაისი 2026, 21:20

პოლიტიკა

მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

20 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია

ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 20:57

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა - შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ის თავდასხმებით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ქვეყანა შემდგომი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა, თუკი თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება.

20 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის მიერ საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია - ოპოზიციაში შეუთანხმებლობას უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.

რატი იონათამიშვილი

20 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია

სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

რაულ კასტრო

20 მაისი 2026, 20:45

მსოფლიო

Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სტატისტიკა მანიპულაციის წინააღმდეგ - როგორ ითვლის ოპოზიცია პატიმართა რაოდენობას და რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური მონაცემები აბათილებს. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8 702 მსჯავრდებული იხდიდა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.

კაია კალასი

20 მაისი 2026, 20:26

მსოფლიო

კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

20 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.

20 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.

20 მაისი 2026, 20:15

პოლიტიკა

26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა

ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.

20 მაისი 2026, 20:12

პოლიტიკა

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

20 მაისი 2026, 20:04

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“

ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2026, 19:36

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.