imedi /  28 ნოემბერი 2023, 17:03 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის თქმით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომლის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბება და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელება.

„გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც 2023 წელს სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, ეს არის კერძო სექტორისთვის საჯარო შეთავაზება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემაში ბიზნესის შემოყვანას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და მათი წინადადებების განხილვის მიზნით.

პროფესიული ხედვის მეორე მიმართულება გულისხმობს კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებას – პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დამტკიცებული დირექტორის სტანდარტი სავალდებულო გახდება ყველა კოლეჯის დირექტორისთვის. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს დაეფუძნება დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. ახალი მიდგომა კი კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და აამაღლებს ახალი იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებაზე. მისი თქმით, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, უკვე დაიწყო პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარებაც. პროცესი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება და მოხდება 30 კვალიფიკაციის განვითარება. ამასთან, 2024 წელს 55 კვალიფიკაციის, ხოლო 2025 წელს 40 კვალიფიკაციის განახლება განხორციელდება. შედეგად, 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.

გიორგი ამილახვარმა გამოყო ახალი ხედვის მეოთხე მიმართულება – პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის ნაწილია პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური სისტემის განვითარება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით მომზადებულია დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო ვერსია. დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხაზი იქნება დივერსიფიცირებული დაფინანსება პრიორიტეტებისა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, იმისათვის, რომ წახალისდეს დაწესებულებების განვითარება და მოტივაცია, დაფინანსების ახალი მოდელი გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს.

გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა. აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება 29 მუნიციპალიტეტში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, მომზადდა და გაძლიერდა შერჩეული სკოლები. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. უკვე შემუშავების ეტაპზეა ინიციატივის განხორციელების მექანიზმები, ხოლო უშუალოდ დანერგვის პროცესი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

ახალი ხედვის მეექვსე პუნქტს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტით მასწავლებლის მომზადება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და მათი კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობისთვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასწავლებელთა მომზადება გახდება უფრო მასშტაბური და სისტემური. ამ მიზნით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების საკითხზე. შედეგად, 2024 წლისთვის საზღვარგარეთ პროფესიული განათლების 50 მასწავლებელი გადამზადდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

ლევან მახაშვილი

10 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა

მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

ეკა კუპატაძე

10 სექტემბერი 2026, 20:38

სამართალი

ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.

10 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

კონფლიქტების გაღვივება დიპლომატიური დარეგულირების ნაცვლად - ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების დამაზიანებელი განცხადებები. მარტა კოსი მომავალ წევრებს „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. როგორ აფასებს კოსის განცხადებას მმართველი გუნდი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მარტა კოსი მომავალ წევრებს ტრამპის ორგანიზაცია „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. ამ მოწოდების საპასუხოდ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს მაგასთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

10 სექტემბერი 2026, 20:31

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი - რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები

ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მედეა ცირამუა

10 სექტემბერი 2026, 20:30

სამართალი

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ: ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გაცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა

ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

10 სექტემბერი 2026, 20:24

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს, მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

10 სექტემბერი 2026, 20:19

მსოფლიო

The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

10 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია.

10 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 19:09

პოლიტიკა

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.