imedi /  10 დეკემბერი 2023, 23:25 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: თითოეული ჩვენი მოქალაქის ცნობიერებამდე უნდა მივიყვანოთ, რომ სახელმწიფო ქმნის ყველა მექანიზმს, რათა მათი ქალიშვილები, დები, დედები იყვნენ რეალიზებულები

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო „ნარინჯისფერი კამპანია“ განიხილა. პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნამდვილად ერთ-ერთი პროგრესულია.

წილოსანმა ასევე ძალადობის მსხვერპლ იმ ქალებს მიმართა, რომლებიც ამაზე საუბარს არ აპირებენ.

„რაც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, სახელმწიფო მათ გვერდით არის, დაწყებული სამართალდამცველების რეაგირებით, გაგრძელებული იმ სერვისებით, რომლებიც კრიზისულ ცენტრებში, თავშესაფრებში, შემდეგ მუნიციპალური პროგრამების სახით მათ მხარდაჭერად [არსებობს], ქირით უზრუნველყოფა, ფინანსური დახმარება და ასევე თითოეული ჩვენგანის სოლიდარობა. რა თქმა უნდა, საზოგადოების მზაობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატმა ასევე 18-წლამდე ქორწინებაზე საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე ისაუბრა.

„ვიყავით რეგიონებში, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს კეთდებოდა გოგონების უკეთესი მომავლისთვის, რომ „პატრონს უნდა ჩააბარონ“. ჩვენ ვუხსნიდით, რომ განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოში, მათ შვილებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა ისწავლონ, მიიღონ განათლება, დაიწყონ მუშაობა, შემდეგ დაოჯახდნენ და თვითონ იყვნენ წარმატებულები და არ იყვნენ ვიღაცის კუთვნილება ან ვიღაცის ობიექტი და ვიღაცისთვის გადასაბარებელი საგანი. ვფიქრობ, თაობები ამ ყველაფერს გამოასწორებენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ თაობებს. ამ დროს, ამ წუთას, თითოეული ჩვენი მოქალაქის ცნობიერებამდე უნდა მივიყვანოთ, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ქმნის ყველა მექანიზმს, რათა მათი გოგოები, შვილები, დები, დედები იყვნენ რეალიზებულები და ამის უსაფრთხო გარემო იყოს“, - აღნიშნა წილოსანმა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

06 მაისი 2026, 14:30

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის არგუმენტები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია

ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი , - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შეფასებისას თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი

06 მაისი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში გადაზიდვა საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია

აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ჩასვლა და გადაზიდვა, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია და ჩვენ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

კოტე ჟღენტი

06 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“

„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, - წერს ჟღენტი.

ლევან მაჭავარიანი

06 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად არის ხერხემალი

„შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო არის ხერხემალი აზერბაიჯანთან ერთად და ნებისმიერი ტვირთი, პროდუქცია თუ ნავთობრესურსები, რომლებიც ევროპისთვის არის განკუთვნილი ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან თუ აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადანაწილდეს საქართველოს გავლით. ეს არის რეალური მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშები კარგავს ინტერესს საქართველოშიც და საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის და ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება უფრო მეტად

ეს არის ფაქტობრივად ერთობლივი ნამუშევარი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს

რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.

ლევან მახაშვილი

06 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე

„დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე“, - მიიჩნევს მახაშვილი.

06 მაისი 2026, 14:07

სამართალი

გიორგი უძილაურს, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

დღეს, გიორგი უძილაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, უძილაური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის საქმიანობდა.

ნიკოლოზ მეტრეველი

06 მაისი 2026, 14:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის ცრუ და საზიანო, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

06 მაისი 2026, 14:02

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კირ სტარმერი ალენ ბერსე

06 მაისი 2026, 13:55

მსოფლიო

POLITICO: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (ECHR) გამოსვლა ბრიტანეთს რუსეთის გზაზე დააყენებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპული კონვენციის დატოვება ქვეყანას რუსეთისა და ბელარუსის ავტოკრატიული რეჟიმების რიგებში ჩააყენებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

06 მაისი 2026, 13:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ბანკის, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში - ამ ფაქტის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დაიხურა. ბანკი პირველი კომპანია გახდა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

06 მაისი 2026, 13:48

ჯანდაცვა

ირინე წაქაძემ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მონაწილეობდა.

06 მაისი 2026, 13:46

საზოგადოება

რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

06 მაისი 2026, 13:40

მსოფლიო

AXIOS: აშშ და ირანი ომის დასასრულებლად ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან

თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ისინი ირანთან ერთგვერდიანი მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან, რაც ომის დასრულებასა და დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს საფუძვლად დაედება. ინფორმაციას AXIOS-ი ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 მაისი 2026, 13:34

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ბაქოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

„საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. უზბეკეთში ეს სექტორი აქტიურად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. თანამშრომლობა ყურძნის ჯიშების გაუმჯობესების, დაავადებებისადმი მდგრადობის გაზრდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ორმხრივ სარგებელს შექმნის და სექტორის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და არსებულ გამოწვევებთან უფრო ეფექტიან გამკლავებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

06 მაისი 2026, 13:06

მსოფლიო

POLITICO: ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება, შესაძლოა, ევროკავშირში უთანხმოების მიზეზი გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკანასკნელი მუქარები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, შარშან ევროკავშირთან დადებული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმების რეალიზებას საფრთხეს უქმნის, და, შესაძლოა, ევროკავშირის შიგნით კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

06 მაისი 2026, 13:01

ტაბლოიდი

სეულში ერთმანეთს ძილში შეეჯიბრნენ😴

კონკურსი ხაზს უსვამს სამხრეთ კორეის უძილობის ქრონიკულ პრობლემას. მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ერია, რის შედეგადაც მოსახლეობას ძილისთვის მინიმალური საათები რჩება.

06 მაისი 2026, 12:54

ჯანდაცვა

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.