გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაზიფ პაშაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები. გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჰაზიფ პაშაევს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, სტუდენტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სემინარის, კონფერენციისა და კულტურული პროგრამის განხორციელების მხარდაჭერასაც.
აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 10:58
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
08 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.
08 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:25
მსოფლიო
სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა
ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.
08 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
08 ივნისი 2026, 10:06
სპორტი
ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა
„კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ის მცირე ხნით უგონოდ იყო, მაგრამ გონება ძალიან სწრაფად დაუბრუნდა და მასთან კონტაქტზე მალევე გავედით. ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. თუმცა ახლა გონზეა, აცხადებს დანიის ფეხბურთის ასოციაცია.„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან“, - განაცხადა ბოესენმა.
08 ივნისი 2026, 10:00
მსოფლიო
ბიულეტენების 94%-ის დამუშავების შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო
ამ მონაცემების მიხედვით, 50,07%-ით (689 675 ხმა) მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 23,35% (321 597 ხმა) მოიპოვა. მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, ხმათა 9,96%-ით (135 808 ხმა).
08 ივნისი 2026, 09:49
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.
08 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
08 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს
პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.
08 ივნისი 2026, 09:34
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთმა 6-7 ივნისს გემოფესტს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.
08 ივნისი 2026, 09:27
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
08 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა
ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.
08 ივნისი 2026, 09:20
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბაროკოს ეპოქის მუსიკა და საფორტეპიანო რეპერტუარის შედევრები სრულდება. ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში უკვე შედგა ბაროკოს მუსიკის საღამო. მსმენელის წინაშე კი ანსამბლი „ვაჩე ბაროკო“ წარდგა და მე-17-18 საუკუნეების ევროპული მუსიკალური კულტურის გამორჩეული ნიმუშები შეასრულა.
08 ივნისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა
„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.
08 ივნისი 2026, 09:10
მსოფლიო
სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.


