16 აპრილი 2024, 15:58 / სანდო წყარო

„ტელეიმედის“ მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებზე ზეწოლა და მათი ბულინგი რადიკალური ოპოზიციის და მათთან აფილირებული მედია და NGO ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება.

არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, მათთვის მონების ძახილი, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და პირადი ცხოვრების მათ მიერვე გამოგონილი ისტორიებით შანტაჟი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. და ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან.

რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ამას ახლა ოპოზიციური ფლანგიდან აკეთებს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულის გამოყენებით, ისევ ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. იმის მიუხედავად, რომ ეს ძალა ფლობს და აკონტროლებს 4 ტელევიზიას და არაერთ ონლაინ მედიაპლატფორმას, მიყვება გზას, რომელიც 2 ათეული წლის წინ აირჩია - ისევ თავს ესხმის ტელეკომპანია „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი, წლებია დაშორდა მთავარ მიზანს - აღარსად ჩანს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა, რადგან ახლა მათი მთავარი საქმე პოლიტიკური საქმიანობაა და არა ადამიანი.

ეს რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებული და დაფინანსებული კამპანიაა და არა საზოგადოების განწყობა - ამაზე მეტყველებს ის ნდობა და რეიტინგი, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა და აქვს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით.

მოგმართავთ, საქართველოში აკრედიტებული, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს - ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2026, 10:08

ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 10:08

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 09:52

საზოგადოება

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

10 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

პოლონელი ევროპარლამენტარი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

10 ივლისი 2026, 09:39

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

10 ივლისი 2026, 09:17

მსოფლიო

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 811-მდე გაიზარდა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდენლი 10 ივლისს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +33 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

10 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 08:57

მსოფლიო

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებულია

10 ივლისი 2026, 08:52

სპორტი

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.

10 ივლისი 2026, 08:48

საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები.

10 ივლისი 2026, 08:46

რეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ბრაკონიერობის ფაქტი მოხდა კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

ლევან მახაშვილი

10 ივლისი 2026, 08:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა

„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

10 ივლისი 2026, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე

„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

10 ივლისი 2026, 08:12

საზოგადოება

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.

10 ივლისი 2026, 07:58

სამართალი

გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოკლულის და, ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.

დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

The Wall Street Journal: ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რომელიც საქმეში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ისახავს მიზნად.

10 ივლისი 2026, 04:01

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს.

კაია კალასი

10 ივლისი 2026, 03:44

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი ისრაელის „არალეგალური დასახლებებიდან“ იმპორტზე ტარიფების დაწესებას განიხილავს

ევროკომისია გამოდის წინადადებით, დაწესდეს მკაცრი ზომები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე „არალეგალური ისრაელური დასახლებებიდან“ იმპორტის შესამცირებლად. ეს წინადადება იმ ვარიანტთა ნაწილია, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს წარუდგინეს.