14 ოქტომბერი 2024, 17:35 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა

საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„სვეტიცხოვლობას ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ დედა ეკლესიას, განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასეს და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ვულოცავ ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმთავრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ღვთის და ეკლესიის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ვულოცავ მრევლს, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ვულოცავ მცხეთელებს, ღმერთის საჩუქარია, გერქვას მცხეთელი და იყო ამ დიდებული ქალაქის მკვიდრი. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა და მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ მორალურ დოგმებს. სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, თუმცა, როცა ერთად დგას ერი და ბერი, ქართველებს ვერავინ დაამარცხებს, ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში, ვერავინ დაამარცხებს რწმენას ჩვენს გულებში და ვერავინ დაამარცხებს ქრისტიანულ ფასეულობებს ჩვენს ცნობიერებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, ყველა მღვდელმთავარს, თითოეულ სასულიერო პირს მათი ღვაწლისთვის და მოღვაწეობისთვის ჩვენი ქვეყნის სულიერად გასაძლიერებლად. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედა ეკლესიას, სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, გილოცავთ სვეტიცხოვლობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესა და მეუფე შიოსთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ნერგი დარგო.

ყველა სიახლე

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:34

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა თამაშში შეიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური

მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

გია აბაშიძე

25 ივნისი 2026, 00:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება

მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზა ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გვიდო კროზეტო

25 ივნისი 2026, 00:17

მსოფლიო

იტალიამ უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად

იტალიამ ოთხშაბათს უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. რომის განცხადებით, მათ ნებართვა მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ფრენებისთვის გასცეს.

ილონ მასკი

25 ივნისი 2026, 00:02

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური სახსრები მოხმარდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებს, რამაც, მასკის თქმით, „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.

24 ივნისი 2026, 23:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.

24 ივნისი 2026, 23:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 23:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს

არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

ცოტნე ანანიძე

24 ივნისი 2026, 23:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2026, 22:58

მსოფლიო

უკრაინაში ისრაელის საელჩო: 21 ივნისს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქცია გაიმართა - მონაწილეები ნაცისტურ მისალმებებს გაჰყვიროდნენ და ნაცისტურ ჟესტებს იყენებდნენ, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ აქციასთან დაკავშირებით

უკრაინაში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო, რომლებიც „ნაცისტურ მისალმებას გაჰყვიროდნენ“. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს,

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნებისთვის მხოლოდ პოლიტიკურ „საკვებად“ იყო შემოთავაზებული. ამის თაობაზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2026, 22:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

24 ივნისი 2026, 22:43

მსოფლიო

El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს

არ წყდება აღშფოთება ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამშაბათს ორგანიზებული იმ შეხვედრის გამო, სადაც „თალიბანის“ დელეგაციასთან მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციის საკითხს განიხილავდნენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 22:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ის, რაც „ნაცებში“ ვითარდება იმდენად სამარცხვინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია, რაც შეეხება ალიანსში განვითარებულ მოვლენებს, ეს არის გარე პატრონებისგან კარგად დაგეგმილი სპექტაკლი

ის, რაც „ნაცებში“ ვითარდება იმდენად სამარცხვინოა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია, რაც შეეხება ალიანსში განვითარებულ მოვლენებს, ეს არის გარე პატრონებისგან კარგად დაგეგმილი სპექტაკლი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის ალიანსს მიღმა დატოვება ხელოვნური პროცესის ნაწილია.

მარკო რუბიო

24 ივნისი 2026, 22:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს.