17 აპრილი 2025, 08:29 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: კულტურის სამინისტრო რეაგირების გარეშე ვერ ტოვებს თეატრის უმოქმედობას ბოლო 5-6 თვის განმავლობაში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე ეხმაურება. ბექა დავითულიანის თქმით, ნოემბრიდან თეატრში სპექტაკლები აღარ იდგმებოდა, რაც დაუშვებელია.

მისი განცხადებით, კულტურის სამინისტროს მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა, რის გამოც უწყება იძულებული გახდა, რომ შესაბამისად ემოქმედა.

„წარმოიდგინეთ, რომელიმე სასწავლო დაწესებულება - სკოლა, ინსტიტუტი იტყვის, რომ „მე ამ სკოლაში რაღაცას ვაპროტესტებ, თქვენ დაფინანსება, ხელფასები იხადეთ, ჩვენ სასწავლო პროცესს ჩავშლით თვეების განმავლობაში. ამას სახელმწიფო რეაგირების გარეშე ხომ ვერ დატოვებს? ისევე ვერ ტოვებს კულტურის სამინისტრო რეაგირების გარეშე მაგალითად, ამ კონკრეტული თეატრის უმოქმედობას ბოლო 5-6 თვის განმავლობაში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა, 1 200 000 აქვს სახელმწიფოსგან გამოყოფილი”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 12:48

სპორტი

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავა

17 მაისი 2025, 12:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია - ამის შესახებ ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე მონაწილეობის დროს განაცხადა.

ზვიად მხეიძე

17 მაისი 2025, 12:35

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 31 615 350 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდა სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამის, საბიუჯეტო სფეროებისა და დარგების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2025, 12:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო ერის გახლეჩვის დღედ - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს.

კარიმ ხანი

17 მაისი 2025, 12:23

მსოფლიო

Reuters: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი სექსუალური შევიწროების საქმის გამოძიების გამო თანამდებობას დროებით ტოვებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ტოვებს, ვინაიდან გაეროს მიერ სექსუალური შევიწროების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 12:22

რეგიონი

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ წარმატებით განხორციელდა.

ლევან დავითაშვილი

17 მაისი 2025, 12:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.

17 მაისი 2025, 12:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ოთარ კიტეიშვილი

17 მაისი 2025, 12:12

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

მღვდელი გიორგი (კარელიძე)

17 მაისი 2025, 11:55

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51

მსოფლიო

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30

საზოგადოება

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მაისი 2025, 11:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მასუდ პეზეშკიანი

17 მაისი 2025, 11:14

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ტრამპი ირანს მშვიდობაზე ესაუბრება და ამავდროულად ემუქრება მას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

17 მაისი 2025, 11:13

საზოგადოება

„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოქალაქეებმა ბანერები თბილისის ხიდებზე გადმოფინეს

ახალი ბანერები თბილისში. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ შინაარსის ბანერები მოქალაქეებმა თბილისის ხიდებზე გადმოფინეს.

17 მაისი 2025, 11:07

ეკონომიკა

მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03

საზოგადოება

„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.