12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება
მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში დედაღვთისას მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. ღვთისმშობლის მისია საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად მან პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით - მოციქულთასწორი წმინდა ნინო.
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 09:09
საზოგადოება
წვიმა, ელჭექი, სეტყვა - დღეს დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე რამდენიმე რეგიონში ამინდი გაუარესდება
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, საფრთხის დონე საშუალოა.
30 ივლისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი. ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი "თავდადებისა" და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტირუსული განწყობის მიზეზებზე წერს. მისი თქმით, ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი.
30 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მცდელობის საპასუხო ქმედება იყო.
30 ივლისი 2026, 09:00
პოლიტიკა
საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.
30 ივლისი 2026, 00:58
მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუშუზე მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა და კუმამოტოს პრეფექტურა ავრცელებენ.
30 ივლისი 2026, 00:49
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის.
30 ივლისი 2026, 00:20
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე „მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“: მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც „მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“, აღნიშნული განცხადების ამსახველ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში აზიარებს ავტორი. ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს ისტორიის დაგვიანებულ დიაგნოზად აფასებს, „რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში.“
30 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: მსურს, რომ მან ომი დაასრულოს - ომის დასრულება მინდა, დაასრულეთ ეს ომი
მსურს, რომ მან ომი დაასრულოს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშაბათს გამართულ შეხვედრას.
29 ივლისი 2026, 23:51
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა
უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 22:44
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა შტაბმა საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება.
29 ივლისი 2026, 22:30
მსოფლიო
მერცი: სრულიად მიუღებელია ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიციის შექმნა - ჩვენ ამას არ შევეგუებით
უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, გერმანიის ფედერალური მთავრობა ცენტრალურ აპარატში თანამდებობების 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
29 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“
ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.
29 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ
ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.
29 ივლისი 2026, 21:02
რეგიონი
ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ახალი მიმართულებების პოპულარიზაცია - ტური იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ქუთაისის ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბსა და ჭიათურაში მოწყობილ სათავგადასავლო მარშრუტებს გაეცნენ.
29 ივლისი 2026, 20:54
საზოგადოება
გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა - სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
29 ივლისი 2026, 20:48
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაში შედის. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.
29 ივლისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში
მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:34
მსოფლიო
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას სწავლობს.
29 ივლისი 2026, 20:25
სამართალი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალური ქსელების მონიტორინგს განაგრძობს.


