05 ივნისი 2025, 08:14 / სანდო წყარო

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა. ღონისძიება მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. ჯვრის მონასტრის ფერდობზე სომბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგი დაირგო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ახალი ტყე შეიქმნება საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით. ჯვრის მონასტრის ფერდობზე ტერიტორია 140 ნაკვეთადაა დაყოფილი. ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, სეზონების მიხედვით, 25 300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირგვება. ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით იზრუნებენ. ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე იქნება პირველი პრეცენდენტი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

პროექტი „ტყის მეგობარი“ ტყეზე ზრუნვის, მოხალისეობრივი აქტიურობის და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გადანაწილების სანიმუშო მაგალითია.

ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას. პროექტის ძირითად მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო. მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები.

პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ მოხალისედ და ფიზიკურად ჩაერთონ ტყის მოვლის, აღდგენის და ტყეზე ზრუნვის სხვადასხვა აქტივობაში; განახორციელონ სასურველი თანხით დონაცია, რომელიც მიმართული იქნება ტყის აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად; შეარჩიონ კონკრეტული ტყის აღდგენის პროექტი და დააფინანსონ სრულად ან ნაწილობრივ.
(ვრცლად იხილეთ)

მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება და ეძღვნება წლის განმავლობაში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხს. 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, გარემოსდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ლაგოდეხში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. გარემოს ეროვნული სააგენტომ გარემოსდაცვის მსოფლიო დღე ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენებით და სანაპიროს დასუფთავების აქციით აღნიშნა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სკოლის მოსწავლეებისთვის ინფოტური და მათი ნამუშევრების გამოფენა გამართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 21:05

ეკონომიკა

ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

პაველ ჰერჩინსკი

22 სექტემბერი 2026, 21:03

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

22 სექტემბერი 2026, 21:03

საზოგადოება

ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.

ირაკლი კობახიძე
იგნასიო კასისი

22 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

22 სექტემბერი 2026, 20:50

საზოგადოება

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.

22 სექტემბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.

22 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.

22 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა. საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.

22 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რევაზ სოხაძე

22 სექტემბერი 2026, 20:21

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:14

მსოფლიო

ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.