სარჯველაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებზე: ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უძრავი ნივთების გადაცემის ვალდებულება შესრულებული აქვს, რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, არის კონკრეტული პროექტები
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი პირების საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ამ მცხოვრებთაგან მხოლოდ 58 არის დევნილი.
„რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, არ არის დევნილი. მათი რიცხვი არის 58 - რაც იდენტიფიცირებულია. ეს არის მცირე ნაწილი მთლიანად იქ შესული ადამიანებისა. ფაქტობრივად, მათ ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არამც თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული.
რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომლებიც განხილვის პროცესშია”, - განაცხადა მინისტრმა.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.
შენობა ავარიულია და მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. სამხარაულის ექსპერტიის დასკვნით, დაზიანებულია მზიდი კედლები და აუცილებელია მისი დემონტაჟი.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
გამოკითხვა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
გამოცემა წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში მემარჯვენე პარტიამ პოზიცია გაიუმჯობესა. მას უპირატესობას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი კი დაეცა და კანცლერ მერცის პარტიას მხოლოდ 20%-ტიანი მხარდაჭერა აქვს.
18 აგვისტო 2026, 17:08
სამართალი
„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
18 აგვისტო 2026, 17:04
მსოფლიო
ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ნაოსნობა იქამდე არ გაიხსნება, სანამ შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
18 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა
მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.
18 აგვისტო 2026, 16:24
ეკონომიკა
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა.
18 აგვისტო 2026, 16:05
სამართალი
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.
18 აგვისტო 2026, 15:53
მსოფლიო
თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული
თეთრმა სახლმა Facebook-ზე აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს, რომელზეც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული. აღნიშნული პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა თავის Truth Social-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
18 აგვისტო 2026, 15:08
რეგიონი
იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
18 აგვისტო 2026, 14:58
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გუგული ილურიძე დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა.
18 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?
არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად? - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:39
მსოფლიო
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ქვეყნისთვის დამანგრეველი შინაარსის პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ
როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.
18 აგვისტო 2026, 14:32
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს - დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 42 წელი შეუსრულდებოდა
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
18 აგვისტო 2026, 14:30
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს
უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე ლაპარაკობს. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.
18 აგვისტო 2026, 14:30
საზოგადოება
ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრები და ახლობლები სამძიმარს იღებენ. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.
18 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
სი ძინპინი აშშ-ში დონალდ ტრამპს 24 სექტემბერს შეხვდება
Politico-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი შეერთებულ შტატებში 23 სექტემბერს ჩავა. გამოცემის წყაროს ცნობით, სი ძინ პინი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას არ გეგმავს. ის მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება.
18 აგვისტო 2026, 14:22
მსოფლიო
ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან
„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.
18 აგვისტო 2026, 14:11
მსოფლიო
Bloomberg: ბერძნულ ტანკერს, რომელსაც შავ ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, დრონებით შეუტიეს
გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემოს ნავთობით დაბინძურება არ დაფიქსირებულა.


