28 ოქტომბერი 2025, 16:05 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოში საფოსტო მარკის „ტფილისის ქალაქისთავი დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში, დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის - „ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და შპს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით გამოიცა.

საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მარკის მცირე ფურცელზე კი ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა მარიკა დარჩიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლზე და საფოსტო მარკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის საკრებულო მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიცაა ეროვნული მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია. დიმიტრი ყიფიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-19 საუკუნის საქართველოში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და განსაკუთრებით თბილისის თვითმმართველობის როლის გაძლიერებაში. მისი ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლის, სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია და ეს საფოსტო მარკა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მისი ღვაწლი და სახელი უკვდავია.

მადლობა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს ამ ინიციატივისთვის და მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას ამ იდეის ხორცშესხმისთვის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული მოვლენა“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს სრულდება 150 წელი იმ მნიშვნელოვანი მოვლენიდან, როდესაც ქალაქ თბილისის თავად არჩეულ იქნა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, საზოგადო და პოლიტიკური ქველმოქმედი, წმინდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანი.

„მარკა არის მეხსიერების მატარებელი , მცირე ფორმატში გადმოცემული დიდი ისტორია. მისი შექმნა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამოვლინებაა, არამედ საერთაშორისო დონეზე საქართველოს კულტურული იდენტობის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯიც. დიმიტრი ყიფიანის მარკა ფართო საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და კულტურულ ფიგურას, ქალაქ თბილისის არჩეულ თავს,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ საზეიმოდ გადასცა მარკის პირველი ეგზემპლარები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს.

საკრებულოს თამარ მეფის დარბაზი 2015 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. დარბაზში განთავსებულია მისი ბიუსტი, ასევე თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე.

საფოსტო მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. ახლა უკვე საფოსტო გზავნილების მიმოცვლა შესაძლებელია აღნიშნული მარკით. მარკის დიზაინერია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული.

დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი მარკის გამოშვება მიზნად ისახავს ეროვნული, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ქართული ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 21:20

საზოგადოება

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:08

რეგიონი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

26 მაისი 2026, 21:07

საზოგადოება

თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

მსოფლიო

POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს

ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

26 მაისი 2026, 21:01

საზოგადოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.

26 მაისი 2026, 20:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

26 მაისი 2026, 20:52

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.

26 მაისი 2026, 20:50

ეკონომიკა

ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ექსპოზიციაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.

26 მაისი 2026, 20:49

ეკონომიკა

ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა

6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:48

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს

ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. აქცია მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციას მსვლელობა 19:00 საათზე უნდა ეწყო, თუმცა, მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

26 მაისი 2026, 20:44

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

26 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

მსოფლიო საქართველოს ულოცავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად”- წერს მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

26 მაისი 2026, 20:33

საზოგადოება

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. თითოეულ მათგანში სხვადასხვა სამინისტრო იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მთავარი მასპინძელიც. რეგიონებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს გალა-კონცერტები დაასრულებს.

შიო მესამე

26 მაისი 2026, 20:27

საზოგადოება

„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა.

26 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.

26 მაისი 2026, 20:14

საზოგადოება

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. წვევამდელების ფიცი უძველეს ეკლესია-მონასტრებთან და სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისსა და 20 ქალაქში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2026, 20:12

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა

ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2026, 20:05

მსოფლიო

CNBC: დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები კემპ-დევიდში შეიკრიბებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები ოთხშაბათს კემპ-დევიდში შეიკრიბებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს CNBC-ს განუცხადა.

26 მაისი 2026, 19:55

რეგიონი

ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.