03 მარტი 2026, 08:14 / სანდო წყარო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება, ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა, რომ ოფისში, ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ხანძარს ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გადაურჩა.

„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, - აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა.

ყველა სიახლე

03 მარტი 2026, 10:32

სამართალი

პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

03 მარტი 2026, 10:31

სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

03 მარტი 2026, 10:30

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.

ლინდსი გრემი

03 მარტი 2026, 10:27

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: ევროპელო მეგობრებო, თქვენ გზას ასცდით

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, „Fox News"-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ითხოვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც რელიგიური ნაცისტების მიერ არ იმართება.

03 მარტი 2026, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი - iPhone 17e წარადგინა

კომპანიამ Apple iPhone 17-ის სერიის ახალი მოდელის, iPhone 17e-ს გამოშვება დააანონსა. სმარტფონი მუშაობს ჩიპზე A19​, ექვსბირთვიანი CPU-თი და ოთხბირთვიანი GPU-თი. პლატფორმა გათვლილია Apple Intelligence-თან დაკავშირებული ამოცანების დამუშავებაზე.

03 მარტი 2026, 10:20

მსოფლიო

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო დრონებით დაიბომბა

საუდის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ორი დრონით დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

03 მარტი 2026, 10:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 10:09

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იქნება.

ნინო წილოსანი

03 მარტი 2026, 10:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ? - მათ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ

მე კითხვას დავსვამ, როდის დაიშალნენ, რომ ახლა გაერთიანდნენ; ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ.

03 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მარტი 2026, 09:48

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკი ამერიკელ შოუმენს შეადარა, ხოლო ბაიდენი კიევისთვის ფულისა და იარაღის უსასყიდლოდ გადაცემისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობილ ამერიკელ შოუმენს, ფინეს ტეილორ ბარნუმს შეადარა.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 09:40

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს იარაღის დიდი მარაგები აქვს - „ომის წარმოება შესაძლებელია უსასრულოდ და ძალიან წარმატებით“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას იარაღის დიდი მარაგები აქვს, რომლის წყალობითაც ქვეყანას ომის წარმოება დიდი ხნით შეუძლია.

03 მარტი 2026, 09:32

საზოგადოება

3 მარტს დედის დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მისალოც ქარდებს აქვეყნებენ

3 მარტს დედის დღე აღინიშნება, რომელიც 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. თარიღთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მისალოც ქარდებს აქვეყნებენ.

მიხეილ სააკაშვილი

03 მარტი 2026, 09:24

პოლიტიკა

სააკაშვილი გაერთიანების შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე: მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად

ეს არის ის, რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

არჩილ გორდულაძე

03 მარტი 2026, 09:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც ბრიტანეთში აკონტროლებენ განსხვავებულ აზრს, აქვთ სურვილი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხშოს სხვა ქვეყანაშიც, იმ ქვეყანაში, რომელიც ხმას იმაღლებს დიფ სთეითის მავნე მიზნების წინააღმდეგ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის სურვილი, რომ მათი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იყოს ჩახშობილი თავისუფალი სიტყვა.

გიორგი ვოლსკი

03 მარტი 2026, 09:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.

სტივ უიტკოფი

03 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: ირანელებმა მოლაპარაკებების დროს თქვეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.

03 მარტი 2026, 08:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.

03 მარტი 2026, 08:42

მსოფლიო

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა

ლიბანმა „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო „ჰეზბოლას“ მხრიდან აიათოლას ლიკვიდაციის საპასუხო იერიშებს ემიჯნება და რომ დაჯგუფების ქმედება, კანონს ეწინააღმდეგება.

03 მარტი 2026, 08:35

მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს აღწევს

ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ლიბანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 154-ს.