04 მარტი 2026, 11:16 / სანდო წყარო

ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქე: ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე

ხანდახან გვესმოდა რაღაც ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და არ იყო ეს სასიამოვნო, გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა, - განაცხადა ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ ნინო კვაშალმა.

ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. სპეციალური რეისი მთავრობამ უზრუნველყო. დღეს კიდევ ერთი ფრენა შესრულდება. ამჯერად რეისი დაგეგმილია საუდის არაბეთიდან.

ყველა სიახლე

პედრო სანჩესი

04 მარტი 2026, 12:50

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი: 23 წლის წინ აშშ-ის სხვა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში სხვა ომში ჩაგვითრია. ომში, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, თეორიულად სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებისთვის იყო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ირანში შეიარაღებული კონფლიქტის გამო აშშ-თან ჩამოყალიბებულ დაძაბულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე 
ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს: გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს

„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათაშორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს“.

04 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა.

ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:44

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით

„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

პრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი

დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ პარტნიორობის განვითარების შემდგომი პოტენციალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბ ქადაგიძე

04 მარტი 2026, 12:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს

თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

04 მარტი 2026, 12:39

საზოგადოება

გლდანში, ლიბანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყობა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა, არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

04 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: მიმდინარეობს უხვი ნალექის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის პროცესი - ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს მივხედავთ

თბილისში მოსული უხვი ნალექის პერიოდში არ დარჩენილა არცერთი ზარი თუ შეტყობინება რეაგირების გარეშე, - განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე

04 მარტი 2026, 12:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში“.

მაკა ბოჭორიშვილი
არარატ მირზოიანი

04 მარტი 2026, 12:21

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 12:13

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში

საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

04 მარტი 2026, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

04 მარტი 2026, 12:05

პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მზარდ თანამშრომლობას და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 11:55

მსოფლიო

Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

მახო გარსევანიშვილი

04 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!

„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა [დაბრუნება] და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, - აღნიშნა გარსევანიშვილმა.

04 მარტი 2026, 11:51

რეგიონი

სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ისრაელ კაცი

04 მარტი 2026, 11:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.

04 მარტი 2026, 11:21

სამართალი

მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

04 მარტი 2026, 11:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით

გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.