ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: ხალხის ძალა
თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.
მისი თქმით, საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის ფასდებოდა, როგორც აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.
„ბორის ჯონსონის ბოლო განცხადებამ და ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების - „იმედისა“ და „პოსტვ-ის“ დასანქცირების გამართლებამ, საბოლოოდ გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო.
ჯერ იყო 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა; შემდეგ ვიხილეთ ბიბისის ფეიკ-კამპანია „კამიტით მოწამვლაზე“, რომელმაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა გამოიწვია; და რადგან უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს სიმართლის წყაროებს, დაასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია-საშუალებები.
ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოცადა: 2007 წელს მან „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრითა და დარბევით, საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი აიფეთქა, ხოლო 2012 წელს მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებითა და ხალხისთვის ინფორმაციის ჩახშობის მცდელობით საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავის მმართველობას. დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის.
ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გაყინავ. სიმართლე ხალხის ცნობიერებაშია და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი.
თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.
ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 02:29
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად.
10 მარტი 2026, 02:17
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ აშშ-ის მიზნები ირანში „თითქმის სრულად მიღწეულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მიანიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, თითქმის დასრულებული იყოს.
10 მარტი 2026, 02:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან
რასაც ვხედავთ და რასაც მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ყველა სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილიმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
10 მარტი 2026, 01:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“.
10 მარტი 2026, 01:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის, რათა არ დაისვას არც ერთი კითხვის ნიშანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვო, არის მშვიდობა ამ მართლაც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში - მართლაც ძალიან რთულია ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მოცემულობა, ის წრე, სადაც დიდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და, ერთგვარად, ეპიცენტრშიც ვართ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 01:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ოპონენტებს: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის, თქვენ კი იყენებთ ამ თემას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და რეალისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. ხელისუფლებამ თქვა, გვინდა ინტეგრაცია; თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ პროცესში ჩავებმებით
„ქართულ ოცნებას“ არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ეს არის ტყუილი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ განცხადებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ეს განცხადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის სათამაშო საკითხი არ არის. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ის არის ჩვენი კონსტიტუციური საგარეო პოლიტიკური მიზანი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 00:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
10 მარტი 2026, 00:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
10 მარტი 2026, 00:16
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას. ინფორნაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 მარტი 2026, 00:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
09 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად
„ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც რაღაც სასაცილო სიტყვად გახადეთ და სულაც არ არის სასაცილო სიტყვა, თუ შევხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ერთი რამ, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის აღქმა არის საჭირო და სწორი აღქმები, ჩვენმა მოქალაქეებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
09 მარტი 2026, 23:56
მსოფლიო
კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განუცხადა.
09 მარტი 2026, 23:44
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომი პრაქტიკულად დასრულებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.
09 მარტი 2026, 23:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი
„ძალიან ბევრჯერ ითქვა, თითქოს საქართველომ აქცია ევროკავშირს ზურგი - სად აქცია საქართველომ ევროკავშირს ზურგი? ევროკავშირი თუ ევროპა არ არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევიც არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით“, - აღნიშნა მინისტრმა.
09 მარტი 2026, 23:07
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“.
09 მარტი 2026, 22:56
მსოფლიო
ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.


