04 მარტი 2026, 12:57 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად - ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს უწუნებს მართალ სიტყვას.

„ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ ქართულ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია „იმედისა“ და "პოს ტვ"-სთვის" სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ერთი რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა.

მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია, არამედ პირიქით, დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად - ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უფრო იმ სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც თითქოს ქართული ტელევიზიები დესტაბილიზაციას ახდენდნენ უკრაინაში და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ეს აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება ომის წამქეზებლად.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კერძოდ, ბატონი არახამიას განცხადებით, სწორედ ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ კიევს ეწვია და უკრაინულ მხარეს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერათ და „უბრალოდ ებრძოლათ“.

არადა, ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონისვე მტკიცებით, 2016-დან 2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს.

რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია.

დღეს, ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს უწუნებს მართალ სიტყვას. მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში მხოლოდ 2024 წელს ფეისბუკზე გამოქვეყნებული კონსერვატიული შინაარსის პოსტების გამო 12 ათასზე მეტი ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, ე.წ ეფშტეინის სკანდალის გამო ერთმანეთის მიყოლებით ჯერ მეფის ძმა, ხოლო შემდეგ კი მმართველი პარტიის წევრი და ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთდროულად, ერთი მხრივ დონალდ ტრამპს, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას აბსურდული და სამარცხვინო ბრალდებები წაუყენა, რის გამოც ორივე ქვეყნის მმართველი ძალა სამართლებრივ დავას აწარმოებს დეზინფორმატორი BBC-ის წინააღმდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ მუდმივი საომარი ესკალაციის ფონზე, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც საქართველოს ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენოს, ყველა კარგად ვხვდებით, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება.

აქედან გამომდინარე, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას!", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე

რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

14 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე

აშშ-ის მთავრობა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის ირანის ლიდერების შესახებ, მათ შორის ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 23:50

სპორტი

ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობა დაასრულა ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.

13 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს

პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

13 მარტი 2026, 23:43

პოლიტიკა

შარმანაშვილი ქეთევან ბაკარაძის განცხადებაზე: გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია. რატომ უბრძანეს ამის თქმა? იმიტომ, რომ ვამხილე. ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც შარმანაშვილის მისამართით სხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პირველი პრეზიდენტის დამხობის შესახებ ბრალდებასაც მოიცავს.

მასუდ პეზეშკიანი

13 მარტი 2026, 23:32

მსოფლიო

Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს

ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

13 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა

აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

13 მარტი 2026, 21:49

მსოფლიო

CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა

CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 21:41

საზოგადოება

პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა. პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

13 მარტი 2026, 21:32

რეგიონი

ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მთავარი კორპუსის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 793 ლარია.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 21:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება

ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.

13 მარტი 2026, 21:21

საზოგადოება

საქართველოს მელიორაცია: სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს

წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.

13 მარტი 2026, 21:15

საზოგადოება

პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები მომხმარებელს პლასტმასის ბოთლებით სასმელს ვეღარ მიაწვდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება პირველი ივლისიდან აიკრძალება. რეფორმა ეტაპობრივად სრულდება და მოგვიანებით, შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებასა და რეალიზაციასაც შეეხება.

13 მარტი 2026, 21:09

რეგიონი

როდის შეძლებს მოსახლეობა სოფელ კურსებში შესვლას - მეწყერი კვლავ აქტიურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია. ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგია და მოსახლეობისთვის დასახლებაში შესვლა აკრძალულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და გეოლოგები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისმა

13 მარტი 2026, 21:06

პოლიტიკა

ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - პეტრე ცისკარიშვილის მცველები და საერთო გზავნილის საპირისპირო კომენტარები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება პარტიის სახელით - ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. „ნაციონალების“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ცისკარიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა.

სულხან თამაზაშვილი

13 მარტი 2026, 21:05

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ამოცანაა, თითოეულმა მოქალაქემ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს კეთილდღეობა და შედეგები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობასა და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე.

თინა ხიდაშელი

13 მარტი 2026, 21:03

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს - ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ღიაობა პრობლემა, თუ დასამალი არაფერია.

13 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.

13 მარტი 2026, 20:52

პოლიტიკა

რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.

13 მარტი 2026, 20:47

მსოფლიო

POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ

პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.