08 მარტი 2026, 16:20 / სანდო წყარო

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გმირის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან, ჯანდრი უბირიასთან, ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან,სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გენო ადამიას ბიუსტი,შემდეგ კი- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„თარიღთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი და გენო ადამიას ოჯახის წევრები.

მოგვიანებით, გმირთა მოედანზე შეკრებილები, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავზე მივიდნენ და ეროვნული გმირის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.

გენო ადამია, 1936 წელს, სენაკში დაიბადა. 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში და ერთ-ერთი, კარგად ორგანიზებული საბრძოლო შენაერთი ჩამოაყალიბა. სიკვდილამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური გახლდათ.

1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი-გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ. ელგუჯა ადამია, მაშინ სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო. „მე ჩემი სოხუმიდან ცოცხალი არ გავალ“, - თქვა გენო ადამიამ და თავისი სიტყვა კიდეც აასრულა! გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა. მისი ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

22 აპრილი 2026, 20:52

პოლიტიკა

სამხარაძე: ესპანელ კოლეგებს დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ხაზი გავუსვით ჩვენი ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან

ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით [ესპანელ კოლეგებს] იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

22 აპრილი 2026, 20:42

პოლიტიკა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და პროტესტი უნგრეთში. როგორ შეცვალა ქართულმა ოპოზიციამ რიტორიკა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი ბუდაპეშტისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რაც გენდერულ პროპაგანდაზე ბავშვების წვდომის აკრძალვას გულისხმობს. ევროპამ პიტერ მადიარს ღიად უთხრა, რომ აკვირდება და კონკრეტული ვადაც განუსაზღვრა. რას აპირებს მადიარი, ჯერ არ უთქვამს.

22 აპრილი 2026, 20:34

პოლიტიკა

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა სიგნალია რუსეთისთვის, რომ დაასრულოს ომი

ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვამ, ახალ სანქციებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

22 აპრილი 2026, 20:30

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 20:26

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე. „ქრონიკა“ ვენიდან

ეუთო-ს უსაფრთხოების ფორუმი ავსტრიაში და საქართველო თავმჯდომარის რანგში. ქვეყანამ ეს სტატუსი 13 აპრილიდან მიიღო.

22 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

საკადრო ცვლილების ეფექტი, პარლამენტი სიახლეს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს - მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მამუკა მდინარაძე-სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი-ვიცე-პრემიერი, გეკა გელაძე- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სულხან თამაზაშვილი-შსს-ში.

22 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე და შეხვედრები ასტანაში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

რეგიონული ეკოლოგიური სამიტი ასტანაში და პრეზიდენტის გამოსვლა - მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგას შეხვდა. უკვე არსებული მჭიდრო კავშირების ფონზე, პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების საჭიროებაზე ისაუბრა.

22 აპრილი 2026, 20:16

მსოფლიო

CNN: მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს

მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

22 აპრილი 2026, 20:15

სამართალი

ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი გამოკითხვაზე მივიდნენ

ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი გამოკითხვაზე მივიდნენ.

22 აპრილი 2026, 19:41

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა, რაც პირდაპირ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ომს დაუკავშირა, - წერს გამოცემა POLITICO.

22 აპრილი 2026, 19:36

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება.

თამარ ჩიბურდანიძე

22 აპრილი 2026, 19:13

პოლიტიკა

ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი

ორბანის და მადიარის ამომრჩეველი კონსერვატორია, ანუ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მხარდამჭერები, ვისთვისაც ღირებულებები უმთავრესია, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

რობერტ ფიცო

22 აპრილი 2026, 19:10

მსოფლიო

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში.

22 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.

22 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს

თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა, იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს გზებს იმ მოკავშირეების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომში მხარდაჭერაზე უარი თქვეს, - წერს გამოცემა POLITICO.

22 აპრილი 2026, 18:45

თავდაცვა

თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ იუბილე აღინიშნა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის - „კრწანისის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიება საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და სარდლობის მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მამუკა ქაფიანიძემ.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 18:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: [სამთავრობო] ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს დღეს საქართველოს მთავრობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნითი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

22 აპრილი 2026, 18:34

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებმაც ჯგუფურად შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, დროებით საცხოვრებელ ბინაში აფასოებდნენ, შემდეგ კი ბათუმში, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ათავსებდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.