საპატრიარქოში ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა.
კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„ერთობლივმა კომისიამ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ტყის მართვას. ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ერთობლივად იმართოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური რესურსი, ჩვენი ტყე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და მოვლაში.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამეთუ ტყე წარმოადგენს ჩვენ სტრატეგიულ რესურსს, ეროვნულ ღირებულებას. ისტორიულად, ბევრი ეკლესია-მონასტერია განლაგებული ტყეში. დღეს ხდება სამონასტრო ცხოვრების აღდგენის პროცესი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა სიწმინდეს დაუდო სათავე, იყოს ლოცვის ადგილი და სიწმინდე იყოს სწორად დაცული, იმ მოთხოვნების ფარგლებში, რომელიც გააჩნია დღევანდელობას, იქნება სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით“, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ.
ტყის მართვის ერთობლივი კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და მისი მიზანია ტყის რესურსების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 11:33
პოლიტიკა
პაპუაშვილი ხოშტარიაზე: სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და გაგმირებას ცდილობენ. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს
სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირების ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
12 მარტი 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკიტაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭორების პროცესი
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ.
12 მარტი 2026, 11:21
მსოფლიო
დუბაიში დრონი შენობას მოხვდა
დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
12 მარტი 2026, 11:20
პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა „ქრონიკის“ ჟურნალისტს: მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა
მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში ყოფნა,- განაცხადა ევროპარალამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.
12 მარტი 2026, 11:16
მსოფლიო
მედია: Netflix-ს რუსეთში სერიალ Stranger Things-ის ორი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს
ამერიკულ სტრიმინგ სერვისს Netflix-ს რუსეთში სურს სერიალ Stranger Things-ის ორი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
12 მარტი 2026, 11:11
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
12 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან
„ქრონიკის“ ინფორმაციით თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან. ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა.
12 მარტი 2026, 10:58
რეგიონი
შიდა ქართლში, ადგილობრივ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე საირიგაციო წყლის სუბსიდირების საკითხები განიხილეს
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა. განხილვის თემა იყო საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროება, ასევე, 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
12 მარტი 2026, 10:48
ტაბლოიდი
ლილი ალენი სცენაზე გადის კაბით, რომელზეც ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის გაკეთებული საჩუქრების ჩეკებია დაბეჭდილი💔
მომღერალ ლილი ალენის ერთ-ერთი სასცენო კაბა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მისი კაბის გრძელ შლეიფზე პრინტის სახით გამოსახული იყო იმ საჩუქრების ჩეკები, რომლებსაც მომღერლის ყოფილი ქმარი, დევიდ ჰარბორი, თავის საყვარლებს ჩუქნიდა.
12 მარტი 2026, 10:43
პოლიტიკა
როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას?- მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.
12 მარტი 2026, 10:43
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
12 მარტი 2026, 10:43
ჯანდაცვა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 10:40
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
12 მარტი 2026, 10:39
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ერთ საათში შეგვიძლია გავანადგუროთ ელექტოენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მათი აღდგენისთვის 25 წელი დასჭირდებათ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ ჯარს შეუძლია ერთ საათში გაანადგუროს ირანის ელექტროენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მისი აღდგენისთვის თეირანს 25 წელი დასჭირდება.
12 მარტი 2026, 10:38
სამართალი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
12 მარტი 2026, 10:36
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის - ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსის და ყაზახეთის მოქალაქეები.
12 მარტი 2026, 10:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ კონფლიქტი გაიწელება, ის შეიძლება გადაიქცეს ფატალურ ხაფანგად, სადაც ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობები არანაკლებ საშიში აღმოჩნდება, ვიდრე თავად თეირანის მოქმედებები
ირანის კამპანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ კრიზისად, არამედ ერთგვარ ტესტადაც - რომელი სტრატეგია განსაზღვრავს ამერიკის კურსს უახლოეს წლებში, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
12 მარტი 2026, 10:29
რეგიონი
ტყიბულის მერია: სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ევაკუირებულია 38 ოჯახი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
12 მარტი 2026, 10:19
კულტურა
ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება🎬
ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.


