imedi /  13 მარტი 2026, 18:50 / სანდო წყარო

ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ლაშა გეგეჭკორი

ლაშა გეგეჭკორი

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„საზოგადოებისთვის ცნობილია რომ საქართველოს მთავრობის N 412 განკარგულების თანახმად რეგიონებში (თვითმმართველი ქალაქების გარდა) იწყება ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მართვის 2026 წლის პროგრამა. პროგრამის მე-3 მუხლის ბ) პუნქტი ითვალისწინებს პატრონიანი 13 619 ძაღლის ცოფზე აცრას, მიკროჩიპის გამოყენებით იდენტიფიკაციას და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

პროგრამას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელმაც 2025 წელს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ჩატარებული საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცოფზე აცრა, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია ჩაუტარა და საცხოვრებელ არეალში დააბრუნა 9 600 მიუსაფარი ცხოველი (ძაღლი, კატა).

2026 წლის პროგრამის დაწყებამდე, ცხოველთა უფლებების ზოგიერთი „დამცველი“ წინმსწრებად აცხადებს რომ სააგენტო აპირებს მიუსაფარი ძაღლების მასიურად დახოცვას.

ეს ადამიანები სახელს უტეხენ იმ სააგენტოს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი განცხადებით მოუწოდა მოსახლეობას პროგრამაში ჩართულობისკენ. სთხოვა მათ, საკუთარი და ძაღლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში თანამონაწილეობა.

ეს ადამიანები ეხებიან სააგენტოს იმ კოლექტივს, რომლის ინიციატივით, დღეს მათთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით მოქმედი ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩაერთვებიან!

მათ, პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.

მოუსმინეთ, სააგენტოს გვერდზე საქართველოს წვრილ ცხოველთა ვეტერინარიის ასოციაციის პრეზიდენტს, ექიმ-ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილს და მიხვდებით, ექნება თუ არა შედეგი ამ პროგრამას.

მოუსმინეთ, დავით ნანობაშვილს-ვეტერინარული კლინიკა „ბუნების“ მთავარ ვეტერინარს და მიხვდებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს და ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტების შეხვედრას.

და თქვენ, ის ადამიანები, მიუხედავად იმისა რომ სააგენტოს ბრალს სდებთ ძაღლების დახოცვაში-დღეს, ამ უწყებამ ისევ თავისი ინიციატივით შეგკრიბათ და მოუსმინა თქვენს წინადადებებს.

რისი თქმა გინდათ, სად გინახავთ მკვლელი დანაშაულის ადგილზე წინასწარ მოწმეებს ეძახდეს…

მე ვეკითხები ასეთ ადამიანებს:

ვინ ხართ და რა გამოძრავებთ ?!

თქვენ რომ გისმინოთ, გამოდის რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს მხოლოდ ერთის-მიუსაფარი ძაღლების გ ა რ დ ა .

რატომ? შეკითხვა რიტორიკულია, რადგან კარგად ვიცი რატომაც. თქვენც ხომ იცით, მე რომ ვიცი…“, - აღნიშნავს გეგეჭკორი.

ყველა სიახლე

13 მარტი 2026, 20:43

პოლიტიკა

ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ დასკვნას კატეგორიულად უარყოფს - რატომ არ აისახა დოკუმენტში მთავრობის ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მოკლე ვადაში მომზადებული მოცულობითი ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან არაფერი მოხვდა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს,ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება. კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც ამ მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლიდან მოითხოვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 მარტი 2026, 20:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ირაკლი კობახიძე

13 მარტი 2026, 20:31

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე

დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბაჩო ოდიშარია

13 მარტი 2026, 20:26

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს დოკუმენტი ჩვეულებრივი მაკულატურაა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება - საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი

ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება, - ასე აფასებს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 20:18

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: გაერო-ს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიური ფორუმის საქართველოში ჩატარება საჯარო სერვისების განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა“

ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 20:16

რეგიონი

პაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

13 მარტი 2026, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან

ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 20:03

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

13 მარტი 2026, 20:03

რეგიონი

იუსტიციის სახლი ხელვაჩაურში გაიხსნა

ხელვაჩაურში ახალი იუსტიციის სახლის გახსნას პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

13 მარტი 2026, 19:36

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 19:34

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს - ჩვენც ვეხმარებით უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რუსეთი ირანს „ცოტათი“ ეხმარება, თუმცა ამის გასამართლებლად უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე მიუთითა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ანა ფოტიგა

13 მარტი 2026, 19:12

მსოფლიო

ანა ფოტიგამ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

პოლონელმა პოლიტიკოსმა, ანა ფოტიგამ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 მარტი 2026, 19:10

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე: ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მშვიდობას ხელს არ უწყობს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

13 მარტი 2026, 19:07

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს დასცინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ვირტუალური სამიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს დასცინა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 19:07

რეგიონი

გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

AXIOS: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ტრამპს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური სამიტი ირანის ომის მზარდი ეკონომიკური შედეგების გამო ქვეყნების ლიდერების სერიოზული შეშფოთების ფონზე გაიმართა.

პიტ ჰეგსეტი

13 მარტი 2026, 18:59

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.

მარტა კოსი

13 მარტი 2026, 18:58

მსოფლიო

POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

ლევან მაჭავარიანი

13 მარტი 2026, 18:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთო-ს ამ მექანიზმის ასამუშავებლად , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.