ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს
ფოტო: Facebook
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, - აღნიშნულია წერილში.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 10:23
საზოგადოება
საქართველოში ირანის ელჩი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი
საქართველოში ირანის ელჩი, ალი მუჯანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 10:21
საზოგადოება
პოლონეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ
საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
18 მარტი 2026, 10:19
საზოგადოება
დანიის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაე მშვიდობით განისვენოს
„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.
18 მარტი 2026, 10:15
საზოგადოება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმაც.
18 მარტი 2026, 10:15
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტში.
18 მარტი 2026, 10:06
საზოგადოება
ნიდერლანდების ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მშვიდობით განისვენოს
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ერს უსამძიმრებს.
18 მარტი 2026, 09:48
საზოგადოება
ილია ინჯია: უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა
უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია.
18 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
18 მარტი 2026, 09:37
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-19 მარტს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
18 მარტი 2026, 09:27
საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო
უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
18 მარტი 2026, 09:23
მსოფლიო
ირანმა ალი ლარიჯანის მკვლელობა აღიარა
ირანის ხელისუფლებამ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობა ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
18 მარტი 2026, 09:21
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა: ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.
18 მარტი 2026, 09:15
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი
ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.
18 მარტი 2026, 09:05
საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
18 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ ჰორმუზის სრუტეში ირანული პოზიციები დაბომბეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანულ პოზიციებზე შეტევა მიიტანა.
18 მარტი 2026, 08:12
საზოგადოება
დღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება დამატებითი დეტალები პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე
2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 08:08
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, კავკასიის მედიცინის ცენტრის ეზოში მოქალაქეები შეიკრიბნენ და მისი ღვაწლი გაიხსენეს
მას შემდეგ, რაც პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ეზოში მოქალაქეები შეიკრიბნენ. სანთლები დაანთეს, გაიხსენეს უწმინდესის ფასდაუდებელი ღვაწლი.
18 მარტი 2026, 08:00
საზოგადოება
ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს
ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს. საპატრიარქოში მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები სამძიმარზე მივიდნენ.
18 მარტი 2026, 02:53
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.


