როგორი ამინდია მოსალოდნელი 18-19 მარტს საქართველოში
ფოტო: Pixabay
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
🌦 ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18-19 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 11:16
საზოგადოება
საფრანგეთის საელჩო: მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას
საფრანგეთის საელჩო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
კახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია
„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
18 მარტი 2026, 11:05
საზოგადოება
შვედეთის საელჩო: მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი
საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
18 მარტი 2026, 10:53
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 10:52
სამართალი
პოლიციამ თბილისში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.
18 მარტი 2026, 10:50
საზოგადოება
ლატვიის ელჩი: ღრმა მწუხარებას ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ყველა ჩემს ძვირფას მეგობარს საქართველოდან, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ყველა ჩემს ძვირფას მეგობარს საქართველოდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნავს ლატვიის ელჩი.
18 მარტი 2026, 10:48
სამართალი
კახეთის პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
18 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
მიტროპოლიტი ეპიფანე: ვუსამძიმრებ სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის ნამდვილი სულიერი მამა იყო
„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ - ის იყო სულიერი ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“.
18 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
პეტერ ფიშერი: სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
„როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში. ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერს ფიშერი.
18 მარტი 2026, 10:47
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
18 მარტი 2026, 10:47
პოლიტიკა
ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 10:23
საზოგადოება
საქართველოში ირანის ელჩი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი
საქართველოში ირანის ელჩი, ალი მუჯანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 10:21
საზოგადოება
პოლონეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ
საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
18 მარტი 2026, 10:19
საზოგადოება
დანიის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაე მშვიდობით განისვენოს
„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.
18 მარტი 2026, 10:15
საზოგადოება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმაც.
18 მარტი 2026, 10:15
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტში.
18 მარტი 2026, 10:06
საზოგადოება
ნიდერლანდების ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მშვიდობით განისვენოს
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ერს უსამძიმრებს.
18 მარტი 2026, 09:48
საზოგადოება
ილია ინჯია: უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა
უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია.
18 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.


