პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა
ჰანს კლუგე
ფოტო: AP
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო. 2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის განსაკუთრებული პატივი, რამაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ - რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს.
განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ.
გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ყველა სიახლე
20 მარტი 2026, 18:37
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან
პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან,- განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ „დღის ქრონიკაში" პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობაზე საუბრისას.
20 მარტი 2026, 18:27
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა
„პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა. პატრიარქმა იცოდა, როდესაც ხელზე ვემთხვეოდი, მერე თვითონაც იცოდა ხელზე მთხვევა, ასეთი წარმოუდგენელი სიმდაბლე არა თუ მღვდელმთავრისგან, არამედ ეპისკოპოსიდანაც უცხოეთში იშვიათია. ჩვენ ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით, ეს იყო პატრიარქის სკოლა, რომელიც იყო თავმდაბლობის, უმაღლესი კულტურის. მას ადამიანებთან ურთიერთობაში უფაქიზესი ურთიერთობა ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავში ღმერთს ატარებდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.
20 მარტი 2026, 18:24
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია - ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 მარტი 2026, 18:20
ტაბლოიდი
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ნორისის ოჯახმა მსახიობის Instagram გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
20 მარტი 2026, 18:19
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა.
20 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს
გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ
20 მარტი 2026, 18:07
საზოგადოება
რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას
გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, - ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
20 მარტი 2026, 17:54
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მაქვს საკრალური ბედნიერება - მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა
მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
20 მარტი 2026, 17:52
მსოფლიო
შვეიცარიამ ირანში ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტი შეაჩერა
შვეიცარიის მთავრობამ ირანში მიმდინარე ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
20 მარტი 2026, 17:38
რეგიონი
დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი პატრიარქზე: ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა. სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ.
20 მარტი 2026, 17:34
საზოგადოება
დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
უდიდესია უწმინდესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე - მაშინ, როდესაც რეპრესიული ხელისუფლების მიერ ღმერთის რწმენა და ეკლესია იდევნებოდა, სწორედ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოახერხა წარმოუდგენელი რამ - ღვთისკენ მოაქცია ყველა ის ადამიანი, ვინც შიშის გამო განუდგა ეკლესიას. იმდენად დიდი იყო უწმინდესის ძალა და ღმერთის ნება, რომ სწორედ მას ერგო ურწმუნო პერიოდში სრულიად საქართველოს ღვთისკენ მოქცევის - ეს უდიდესი მისია. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ“.
20 მარტი 2026, 17:30
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული გემი, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.
20 მარტი 2026, 17:15
საზოგადოება
იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება
„უკეთესი იქნება დაკრძალვის შემდგომ, 3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ საფლავზე მივიდეთ და პატივი მივაგოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა განვლო ძალიან დიდი, რთული გზა, რომელიც იყო ეკლიანი და ეს არც ერთ მის სულიერ შვილს არ აგრძნობინა“. - განაცხადა იღუმენმა.
20 მარტი 2026, 17:12
საზოგადოება
დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება
ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას.
20 მარტი 2026, 17:06
საზოგადოება
სამების საპატრიარქო ტაძარი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, 24 საათის განმავლობაში ღიაა - ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია უკვე მესამე დღეა, ხალხით არის სავსე
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
20 მარტი 2026, 16:41
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა.
20 მარტი 2026, 16:35
საზოგადოება
გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 16:33
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა.
20 მარტი 2026, 16:32
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა


