imedi /  21 მარტი 2026, 22:30 / სანდო წყარო

ილია ინჯია: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის - ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია

ილია ინჯია

ილია ინჯია

პატრიარქის ამდენი წლის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ის რჩევები და დარიგებები რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შვილებს ასწავლა, გამოხატულია ამ დღეების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ გადაცემაში„ „ღია ეთერი“.

„ეს ყველაფერი იმედით გვავსებს, იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის. ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია“, - აღნიშნა ინჯიამ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ანდრია ჯაღმაიძე

22 მარტი 2026, 00:21

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ამ დღეებში ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით - ქართველებმა ერთმანეთი თითქოს ახლიდან დავინახეთ

ამ დღეებში ერთმანეთის ჭირისუფლები გავხდით. ეს დღეები ძალიან მაგონებს 9 აპრილის შემდგომ პერიოდს, როდესაც სევდა, ტრაგედია და მომავლის იმედი ერთდროულად იყო ჩვენს გულებში. დღესაც ჩვენთვის ასეთი პერიოდია, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

ანდრია ჯაღმაიძე

22 მარტი 2026, 00:00

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიიდან 200-ამდე დელეგატს ველოდებით - სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს ხაზს უსვამს, რომ პატრიარქის მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამების ტაძარში ხვალ ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყება.

ზურაბ წკრიალაშვილი

21 მარტი 2026, 23:47

საზოგადოება

ზურაბ წკრიალაშვილი: პატრიარქის ხელმძღვანელობით მოხდა ქართული გალობის დაბრუნება ტაძარში. დღეს ხალხთან ერთად არის უპრეცედენტო მობილიზება მგალობლებისაც სამების ტაძარში, ეს დღეები 24 საათის განმავლობაში გალობა არ გაჩერებულა

მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა ერის ასეთი ერთად ყოფნა, როდესაც მთელი საქართველო გლოვობს და დასტირის მის საყვარელ პატრიარქს, - განაცხადა ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

სოზარ სუბარი

21 მარტი 2026, 23:45

საზოგადოება

სუბარი: არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი

„არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. მისი უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

21 მარტი 2026, 23:35

საზოგადოება

შსს: ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2026, 23:32

საზოგადოება

ალიბეგაშვილი: კითხვა გამიჩნდა - ამდენი ხალხის ასე მშვიდად, თვალში ცრემლით, შეუწყვეტელ ნაკადად სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა შინაურსა თუ გარეულს არ დააფიქრებს, რა ხალხთან და საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა?!

დუმილი რეკავს, ეს არის მრავლისმთქმელი დუმილი, - ასე აფასებს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი სამების ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდის რიგში მდგომი ხალხის სიმრავლეს და სიმშვიდეს.

 ალუდა ღუდუშაური

21 მარტი 2026, 23:27

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო

საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი დონაძე

21 მარტი 2026, 23:06

საზოგადოება

გიორგი დონაძე: სალოტბარო სკოლებიდან 240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან, იგალობებენ ძალიან რთულ საგალობლებს - ხვალ ღვაწლმოსილი ანსამბლები და ახალგაზრდული გუნდები გააცილებენ უწმინდესს

240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან. ხვალ ისინი გააცილებენ მის უწმინდესობას, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ „იმედის“ ეთერში სალოტბარო სკოლების მოსწავლეების შესახებ.

ზაზა ვაშაყმაძე

21 მარტი 2026, 22:57

საზოგადოება

ზაზა ვაშაყმაძე: დღევანდელი დღე გამოხატულება იყო იმისა, რასაც ჰქვია საქართველოში ისტორიული ტოლერანტობა და ამის დემონსტრირება და უდიდესი ლიდერი იყო უწმინდესი

„დღეს, საქართველოში არსებული ყველა რელიგიის წარმომადგენელი წარმოდგენილი იყო თავისი მაღალი იერარქების დონეზე და ყველამ ერთხმად აღიარა პატრიარქის როლი ამ ურთიერთობების ხელშეწყობასა და ჩამოყალიბებაში. საქართველოში არსებული ყველა სარწმუნოების ერთად ყოფნა არის სწორედ ის, რითაც საქართველო ყოველთვის ამაყობდა, დღესაც ამაყობს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იამაყებს“, - აღნიშნა ვაშაყმაძემ.

დავით ქართველიშვილი

21 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

 გიორგი დონაძე

21 მარტი 2026, 22:48

საზოგადოება

გიორგი დონაძე პატრიარქზე: დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი

„დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ.

21 მარტი 2026, 22:48

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

21 მარტი 2026, 22:33

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა

ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია, - ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი ბათიაშვილი

21 მარტი 2026, 22:23

საზოგადოება

ირაკლი ბათიაშვილი: ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ ეკლესიის მრევლი იზრდებოდა

ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ მრევლი იზრდებოდა ეკლესიის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილოსოფიის დოქტორმა ირაკლი ბათიაშვილმა.

არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი

21 მარტი 2026, 22:02

საზოგადოება

არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი - ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა

მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.

21 მარტი 2026, 21:57

საზოგადოება

რიმა ბერაძე: მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ

მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ. “ჩვენი პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი, ვხედავთ რა ხდება სრულიად საქართველოში და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას. ჩვენი პატრიარქი იყო თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახების იმედი, სრულიად საქართველოს იმედი. ის გვასწავლიდა დიდ სიყვარულს და ერთგულებას, მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ. მისი სიტყვები „მიყვარხარ საქართველო“ ეს არის ანდერძი, ეს არის ანდერძი თოთოეული ქართველისთვის. ხვალ სხვანაირი დღე გათენდება, სხვანაირად გაგვათბობს მზე, ზეციური საქართველოდან დაგვლოცავს ილია მეორე“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

გია მურღულია

21 მარტი 2026, 21:45

საზოგადოება

მურღულია პატრიარქზე: მთავარი კითხვა დაგვიტოვა - ვართ ღირსნი იმ დიდი მდინარის, რომელიც საქართველოს ცხელი გულიდან მოედინება და სამების ტაძარს უერთდება ამ დღეებში - თუ ამ სიყვარულის ღირსი ვიქნებით, მაშინ ეს ბედნიერება იქნება საქართველოსი

დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. „ჩვენ ყველანი ახლა ჩვენს პატრიარქს ვხედავთ, ის ყველა ჩვენგანისთვის იყო და ამით იყო ის უნივერსალური, ძალიან ახლობელიც, ძალიან ბრძენიც და კეთილიც, მაგრამ დგება დღეები, როდესაც ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ ამ ადამიანის ღვაწლს.

ნიკოლოზ წულუკიძე

21 მარტი 2026, 21:40

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძე: ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე, მშვენიერება ჰქვია, თურმე შეგვძლებია, რომ ჩვენ ვუთხრათ ერთი სიტყვა - მადლობა იმ 49-წლიანი თავგანწირვისთვის, რაც პატრიარქმა ჩვენთვის გააკეთა

ბოლოს დაუძლურებული, ხელმისაშველებელი პატრიარქიც კი დედაბოძივით იდგა, ყველაზე ძლიერი ძალა იყო, ამითაც იყო განსაკუთრებული, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ. მისივე თქმით, დიდი დრო და დიდი სიბრძნის ადამიანი დასჭირდება პატრიარქის ღვაწლის თავმოყრას, რათა ჩვენ გავიგოთ საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა.

დედა თინათინი

21 მარტი 2026, 21:39

საზოგადოება

დედა თინათინი: აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ. ამბობენ, რომ მთელი გულით ლოცულობდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენი პატრიარქი კარგად იქნებოდა

აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელმა, დედა თინათინმა.