imedi /  22 მარტი 2026, 14:35 / სანდო წყარო

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე.

უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივ ეკლესიათა ყოვლადსამღვდელონო წარმომადგენელნო,

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესოებავ შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ,

საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულნო მღვდელმთავარნო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფლნო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო,

სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულნო წარმომადგენელნო,

თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,

პატივცემულო თბილისის მერო,

ყოველი ხარისხის ყოვლადღვთისმოსავნო სამღვდელონო, ღირსნო ბერნო და მონაზონნო,

ღვთისმოსავო საქართველოს ერო!

სტიროდე გარდაცვლილს” (სიბრ. ზირ. 22:11) - გვარიგებს ბრძენი ზირაქი.

და როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით, ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ჩვენგან განშორებას? აღმოსავლეთის ქრისტეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას.

საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმიდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველიერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა –ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში – მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღმრთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. წმინდა მოციქულთასწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან, იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილიამ! ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას!

ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი. როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა, მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება (მთ. 10:16), რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა, სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში იწვრთნებოდა, „ვითარცა [მორწმუნე] მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა“ (1 კორ. 4:1). მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას მღვდელმთავრობის და მალევე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა ნეტარხსენებული პატრიარქ დავით V-ის მემკვიდრედ. განაბრწყინა მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი - 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობელმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების, გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში, და ასევე ხუროთმოძღვრობაში; მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმიდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმიდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე!

ღმერთმა იგი ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს, ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან - ერთადერთისგან, რომელსაც წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება და ასევე იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორც იმჟამად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა ხელმოწერით დავადასრტურეთ ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი.

ასევე, ღმერთმა ღირსყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე და საძირკველიდან აღედგინა იგი. სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო და თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება, ან ძველთა საძირკველიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათაშორისი, ქრისტიანთაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქი ილია ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა!

„და ეს ყოველივე არა დიდი ძალით [ეკონომიკური თუ ამქვეყნიური], არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით“ (ზაქარია 4:6), რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას, კრძალულებით, თავმდაბლური სულითა და მადლიერებით. ამის გამო, ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და ერმა, როგორც ყველასათვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის! ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედთ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან! „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა!“ (I ტიმ. 5:18).

ვინახავთ კეთილ მოგონებებში, განსვენებულ წმიდა ძმასთან, ჩვენს სასიამოვნო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას, მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით, განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარში, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას, დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა, ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები.

მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიო საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული, სრულად იქნა დაფასებული.

მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე, – მრავალი ცრემლისმომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან, რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის კაცი, ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივდებული ძმა და თანამწირველი, პატრიარქი ილია.

არამედ, გამხნევდით, ძმანო და შვილნო!

თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს!

სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარიც ცოცხალია, ვამბობ, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ!“ (ათანასე დიდი სინაქსარული ეპიგრამა).

იგი ცოცხლობს იქ, „სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი, და ყოველივე წმინდა და უხილავი არს“,

ესე იგი, ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლადნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმიდანებთან ერთად: მოციქულთასწორ ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ, ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე.

მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ!

კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები!

სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენიებელი!

და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია, ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზედ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო! და აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი.

მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმიდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას, შესაძლოა ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია, მრავალხმიანი, ქუხილიანი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით: ქრისტე აღდგა! რომელსა შვენის ყოველი დიდება პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!“, - აღნიშნა მოფლიოს პატრიარქმა.

ყველა სიახლე

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

24 მარტი 2026, 03:20

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი, - წერს გამოცემა POLITICO.

24 მარტი 2026, 01:49

მსოფლიო

CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

24 მარტი 2026, 00:48

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა

დონალდ ტრამპის განცხადებების კვალდაკვალ, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა, რაც საბრძოლო მოქმედებებისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაახლოებით 21 დღეს ტოვებს, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

პიტ ჰეგსეტი დონალდ ტრამპი

24 მარტი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ომის დარეგულირება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ომის დასრულება სურს. მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალების მიღწევების გამო, „ამჯერად, ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი“.

ჯორჯია მელონი

23 მარტი 2026, 23:24

მსოფლიო

POLITICO: ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

ოფიციალური შედეგების თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წააგო რეფერენდუმი მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 მარტი 2026, 23:06

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელი ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს

დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ის ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ისრაელი „ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.

23 მარტი 2026, 22:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გარანტად მივიჩნევდით, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

23 მარტი 2026, 22:00

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ბოლნისისწყლის დონის მატება გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მდინარეზე არსებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდა. სოფელ ვანათში დროებითი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ადიდებულმა მდინარემ რამდენჯერმე დააზიანა აღნიშნული გადასასვლელი. რაც შეეხება სოფელ ვანათის ხიდს, უკვე დასრულდა რკინაბეტონის სარეგულაციო კედლის მშენებლობა, მიმდინარეობს ხიდზე სავალი ფილის მოწყობის სამუშაოები.

23 მარტი 2026, 21:37

რეგიონი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ვიდეო

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის სამების ტაძარში მიბრძანების ფაქტია აღბეჭდილი.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 21:33

მსოფლიო

ტრამპი: „დემოკრატები“ ქვეყანას დიდ საფრთხეში აგდებენ, ისინი ამას ომს უწოდებენ, ჩვენ კი - სამხედრო ოპერაციას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი მკვეთრი განცხადება გააკეთა „დემოკრატიული“ პარტიის მისამართით და ისინი ქვეყნის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა.

23 მარტი 2026, 21:32

სპორტი

შალვა გოგოლაძე ყაზახეთის სპორტის მინისტრს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში

აშშ განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

23 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში

მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში.

23 მარტი 2026, 20:45

ეკონომიკა

საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა იზრდება - რას აჩვენებს იანვარ-თებერვალში ექსპორტის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები და გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი. ეკონომიკის სამინისტრო იანვარ-თებერვლის მონაცემებს აქვეყნებს. მთავრობის მიზანი, დადებითი ტენდენციების შენარჩუნება და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.

თამარ ბაგრატიონი

23 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

„ერთად უკეთესი მომავლისთვის“- მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტი და საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი - თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატებში გაემგზავრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პირველი ლედი შეერთებულ შტატებშია. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. საქართველოს პირველი ლედი მონაწილეობას მიიღებს სამიტში სახელწოდებით - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

23 მარტი 2026, 20:36

პოლიტიკა

სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა - საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთშია. მაკა ბოჭორიშვილი „პატრიოტთა პირველ ასამბლეაში” მონაწილეობს. ქვეყნის პირველი დიპლომატი ასევე სიტყვით გამოვიდა სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაზე. მას ევროპარლამენტარები, ევროპული გაერთიანება „პატრიოტების” ლიდერები ესწრებოდნენ.

23 მარტი 2026, 20:30

საზოგადოება

ილია მეორის ეპოქა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აფასებენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„სიყვარულის პატრიარქი“, „ერთობის დაუღალავი მშენებელი“, „ერის გამაერთიანებელი” და მრავალი სხვა ეპითეტი, რითაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მისი უწმინდესობა ამ დღეების განმავლობაში შეამკეს. გუშინ მთელმა მსოფლიომ საყვარელი სულიერი მამის გარშემო გაერთიანებული ერი ნახა.

23 მარტი 2026, 20:21

საზოგადოება

სიონის ტაძრის კარი 08:00-დან 22:00 საათამდე ღიაა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გადაწყვეტილებით, პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში არ შეწყდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიონის ტაძარში მოქალაქეები დილიდან მიდიან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

23 მარტი 2026, 20:20

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 19:22

მსოფლიო

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-სა და ირანს შორის რამდენიმე საერთო ინტერესი არსებობს.