დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ისაუბრა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებითაც. მამა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა.
მან თქვა ასეთი რამ: მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო - ახლა მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ყველა სიახლე
23 მარტი 2026, 21:33
მსოფლიო
ტრამპი: „დემოკრატები“ ქვეყანას დიდ საფრთხეში აგდებენ, ისინი ამას ომს უწოდებენ, ჩვენ კი - სამხედრო ოპერაციას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი მკვეთრი განცხადება გააკეთა „დემოკრატიული“ პარტიის მისამართით და ისინი ქვეყნის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა.
23 მარტი 2026, 21:32
სპორტი
შალვა გოგოლაძე ყაზახეთის სპორტის მინისტრს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
23 მარტი 2026, 21:21
მსოფლიო
Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში
აშშ განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
23 მარტი 2026, 20:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში
მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში.
23 მარტი 2026, 20:45
ეკონომიკა
საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა იზრდება - რას აჩვენებს იანვარ-თებერვალში ექსპორტის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები და გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი. ეკონომიკის სამინისტრო იანვარ-თებერვლის მონაცემებს აქვეყნებს. მთავრობის მიზანი, დადებითი ტენდენციების შენარჩუნება და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
23 მარტი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ერთად უკეთესი მომავლისთვის“- მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტი და საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი - თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატებში გაემგზავრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს პირველი ლედი შეერთებულ შტატებშია. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. საქართველოს პირველი ლედი მონაწილეობას მიიღებს სამიტში სახელწოდებით - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
23 მარტი 2026, 20:36
პოლიტიკა
სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა - საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთშია. მაკა ბოჭორიშვილი „პატრიოტთა პირველ ასამბლეაში” მონაწილეობს. ქვეყნის პირველი დიპლომატი ასევე სიტყვით გამოვიდა სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაზე. მას ევროპარლამენტარები, ევროპული გაერთიანება „პატრიოტების” ლიდერები ესწრებოდნენ.
23 მარტი 2026, 20:30
საზოგადოება
ილია მეორის ეპოქა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აფასებენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„სიყვარულის პატრიარქი“, „ერთობის დაუღალავი მშენებელი“, „ერის გამაერთიანებელი” და მრავალი სხვა ეპითეტი, რითაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მისი უწმინდესობა ამ დღეების განმავლობაში შეამკეს. გუშინ მთელმა მსოფლიომ საყვარელი სულიერი მამის გარშემო გაერთიანებული ერი ნახა.
23 მარტი 2026, 20:21
საზოგადოება
სიონის ტაძრის კარი 08:00-დან 22:00 საათამდე ღიაა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გადაწყვეტილებით, პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში არ შეწყდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიონის ტაძარში მოქალაქეები დილიდან მიდიან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
23 მარტი 2026, 19:22
მსოფლიო
ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-სა და ირანს შორის რამდენიმე საერთო ინტერესი არსებობს.
23 მარტი 2026, 19:12
პოლიტიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც. ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.
23 მარტი 2026, 19:05
პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება
„მოხარული ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში. ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
23 მარტი 2026, 19:03
საზოგადოება
მეუფე შიო: უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას
დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას.
23 მარტი 2026, 18:45
მსოფლიო
„მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება და მას აშშ და ირანი ერთობლივად გააკონტროლებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ ისურვებდა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ხილვას აშშ-ისა და ირანის ერთობლივი კონტროლის ქვეშ.
23 მარტი 2026, 18:27
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან არსებობს „შეთანხმების ძირითადი პუნქტები“.
23 მარტი 2026, 18:22
საზოგადოება
ნუკრი შოშიაშვილი: რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში პატრიარქს დიდ პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს - ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი
„პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური ლიდერი. კულტუროლოგიაში არსებობს რამდენიმე ქარიზმატული ლიდერის ფენომენი, ყველა რელიგიურ ლიდერს აქვს ძალაუფლებრივი ელემენტი, შეიძლება პატივს სცემდე, მაგრამ თან გაშინებს ეს ელემენტი. ილია მეორის შემთხვევაში მისი ქარიზმა არ იყო დაკავშირებული ძალაუფლებასთან, ის დაკავშირებული იყო სუფთა სახის სიყვარულთან. მისი მიბაძვა იმიტომ კი არ გინდოდა, რომ შენ ძალაუფლებასთან ახლოს იყავი, იმიტომ რომ ის სიკეთე, რაც მისგან გადმოდიოდა გარკვეულწილად მისი თანამონაწილე ყოფილიყავი“.
23 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
დავით მაღრაძე: დღეს მე არ მაქვს ტრაგიზმის განცდა, მიუხედავად დიდი ტკივილისა. ვფიქრობ, რომ ილია მეორე არა წარსულში, არამედ მარადიულ აწმყოში გადავიდა - მარტო მომავალში კი არ იქნება ჩვენთან ერთად, არამედ წარსულშიც და აწმყოშიც ჩვენთან ერთადაა
განცდა მაქვს ასეთი და სურათს ვხედავ ასეთს, რომ ლანძღვა-გინების ამ ღვარცოფსა და თავსხმაში დგას ილია მეორე და ლოცულობს. ლოცულობს იმ ხალხისთვის, ერთმანეთის მაგინებელი ხალხისთვის, ანუ ჩვენთვის, საკუთრივ თავიs მაგინებლებისთვის და ამით ჰბაძავს ქრისტეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოეტმა, დავით მაღრაძემ.
23 მარტი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან.
23 მარტი 2026, 18:13
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ. თქვეს, რომ ჩვენ მივდივართ გამდიდრებულები ამ გამოცდილებით
ალბანეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის, კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ერთსულოვნების და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე საუბრისას.


