imedi /  23 მარტი 2026, 19:12 / სანდო წყარო

ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა

20 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

23 მარტი 2026, 20:30

საზოგადოება

ილია მეორის ეპოქა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აფასებენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„სიყვარულის პატრიარქი“, „ერთობის დაუღალავი მშენებელი“, „ერის გამაერთიანებელი” და მრავალი სხვა ეპითეტი, რითაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მისი უწმინდესობა ამ დღეების განმავლობაში შეამკეს. გუშინ მთელმა მსოფლიომ საყვარელი სულიერი მამის გარშემო გაერთიანებული ერი ნახა.

23 მარტი 2026, 20:21

საზოგადოება

სიონის ტაძრის კარი 08:00-დან 22:00 საათამდე ღიაა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გადაწყვეტილებით, პანაშვიდი 40 დღის განმავლობაში არ შეწყდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიონის ტაძარში მოქალაქეები დილიდან მიდიან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

23 მარტი 2026, 20:20

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 19:22

მსოფლიო

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-სა და ირანს შორის რამდენიმე საერთო ინტერესი არსებობს.

პიტერ ანდრეოლი

23 მარტი 2026, 19:05

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება

„მოხარული ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში. ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეუფე შიო

23 მარტი 2026, 19:03

საზოგადოება

მეუფე შიო: უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას

დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 18:45

მსოფლიო

„მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება და მას აშშ და ირანი ერთობლივად გააკონტროლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ ისურვებდა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ხილვას აშშ-ისა და ირანის ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 18:27

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან არსებობს „შეთანხმების ძირითადი პუნქტები“.

23 მარტი 2026, 18:22

საზოგადოება

ნუკრი შოშიაშვილი: რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში პატრიარქს დიდ პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს - ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი

„პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური ლიდერი. კულტუროლოგიაში არსებობს რამდენიმე ქარიზმატული ლიდერის ფენომენი, ყველა რელიგიურ ლიდერს აქვს ძალაუფლებრივი ელემენტი, შეიძლება პატივს სცემდე, მაგრამ თან გაშინებს ეს ელემენტი. ილია მეორის შემთხვევაში მისი ქარიზმა არ იყო დაკავშირებული ძალაუფლებასთან, ის დაკავშირებული იყო სუფთა სახის სიყვარულთან. მისი მიბაძვა იმიტომ კი არ გინდოდა, რომ შენ ძალაუფლებასთან ახლოს იყავი, იმიტომ რომ ის სიკეთე, რაც მისგან გადმოდიოდა გარკვეულწილად მისი თანამონაწილე ყოფილიყავი“.

დავით მაღრაძე

23 მარტი 2026, 18:20

საზოგადოება

დავით მაღრაძე: დღეს მე არ მაქვს ტრაგიზმის განცდა, მიუხედავად დიდი ტკივილისა. ვფიქრობ, რომ ილია მეორე არა წარსულში, არამედ მარადიულ აწმყოში გადავიდა - მარტო მომავალში კი არ იქნება ჩვენთან ერთად, არამედ წარსულშიც და აწმყოშიც ჩვენთან ერთადაა

განცდა მაქვს ასეთი და სურათს ვხედავ ასეთს, რომ ლანძღვა-გინების ამ ღვარცოფსა და თავსხმაში დგას ილია მეორე და ლოცულობს. ლოცულობს იმ ხალხისთვის, ერთმანეთის მაგინებელი ხალხისთვის, ანუ ჩვენთვის, საკუთრივ თავიs მაგინებლებისთვის და ამით ჰბაძავს ქრისტეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოეტმა, დავით მაღრაძემ.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის რეჟიმის „მაღალი იერარქიის პირთან“ ომის დასასრულებლად, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

23 მარტი 2026, 18:13

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ. თქვეს, რომ ჩვენ მივდივართ გამდიდრებულები ამ გამოცდილებით

ალბანეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის, კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ერთსულოვნების და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე საუბრისას.

მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი

23 მარტი 2026, 17:57

საზოგადოება

მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: ხე ნაყოფით იცნობა და ეს იყო ნაყოფი ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის. სამძიმარზე მისული ადამიანებიდან ზოგიერთი მრევლი კი არა შეიძლება ქრისტიანიც კი არ იყო და მათაც განიცადეს უწმინდესის გარდაცვალება

ხე ნაყოფით იცნობა და ეს იყო ნაყოფი ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის. სამძიმარზე მისული ადამიანებიდან ზოგიერთი მრევლი კი არა შეიძლება ქრისტიანი და მართლმადიდებელიც კი არ იყო და მათაც განიცადეს უწმინდესის გარდაცვალება. მე მყავს ახლობლები, რომლებიც სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან და მეც მისამძიმრებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.

23 მარტი 2026, 17:54

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის და გვქონდა განცდა იმედის - ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის. ეს უნდა შევინარჩუნოთ

ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

23 მარტი 2026, 17:46

საზოგადოება

მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: პატრიარქმა გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი. ღმერთმა ინებოს, რომ ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში

რასაც ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, - განაცხადა საბურთალოს წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა „დღის ქრონიკაში“ პატრიარქზე.

23 მარტი 2026, 17:45

მსოფლიო

ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა

ლონდონის ICE ბირჟაზე ჩრდილოეთის ზღვის Brent-ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ღირებულება 108,2 დოლარიდან 93 დოლარამდე დაეცა. მოგვიანებით ნავთობმა დანაკარგების ნაწილი აინაზღაურა, თუმცა შემდეგ ფასი კვლავ 100 დოლარზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, გაიაფდა ამერიკული WTI მარკის ნავთობი და გაზი ევროპულ ბირჟებზე.

დავით ფოლადაშვილი

23 მარტი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით ფოლადაშვილი: ეს იყო ნამდვილად უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი

ეს იყო ნამდვილად სრული უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი,- განაცხადა საბურთალოს წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"

თამარ იაკობოძე

23 მარტი 2026, 17:37

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე პროცესი გრძელდება

სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, საქმის მთავარი გამომძიებელი. კონსტანტინე კერესელიძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის 64-ვე ბრალდებულის გაერთიანებულ საქმეს იძიებს. მოწმე სამი საათის განმავლობაში პასუხობდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის კითხვებს.

23 მარტი 2026, 17:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კინგა გალი: ჩვენ არ გვინდა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი

„ჩვენ არ გვინდა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტმა კინგა გალიმ უნგრეთის პარლამენტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.