25 მარტი 2026, 09:19 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მარტს საქართველოში

25 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. შიგადაშიგ იწვიმებს.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +16, ღამით კი +4 დაფიქსირდება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +14 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მცირე წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 7 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ყველა სიახლე

25 მარტი 2026, 10:43

მსოფლიო

ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმა. ირანის ტერიტორიაზე ბირთვული მასალის გამდიდრების აკრძალვა - ცნობილი ხდება აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა

ისრაელურმა მედიამ გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.

25 მარტი 2026, 10:39

სპორტი

ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამებს დღეს შეასრულებენ⛸️

მოკლე პროგრამას საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა წარადგენს.შეჯიბრი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება. მოგვიანებით, 21:45 საათზე კი მოკლე პროგრამას სპორტული წყვილები დაიწყებენ, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

25 მარტი 2026, 10:38

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 10:35

საზოგადოება

საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

25 მარტი 2026, 10:35

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 მარტი 2026, 10:32

პოლიტიკა

ზვიად ავალიანი: რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული „საყვარელი“, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური „ქვეყნის სირცხვილი“? ეს ეპიზოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა და არა ტრაგედია - ტრაგედია არის სხაპა-სხუპით ქვეყნის ღალატი

გამაგებინეთ, რატომ არის, მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის ან სხვა რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული „საყვარელი“, ხოლო თამარ ბაგრატიონის ინგლისური „ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა“? როცა ევროპელი დიპლომატები ქართულად გველაპარაკებიან, არასდროს დაბნეულან, არასდროს „აჭრილან“ და საერთოდ, არც ერთ მომენტში არ გაგჩენიათ განცდა, რომ უბრალოდ არ გესმით ეს კაცი (თუ ქალი) რას ამბობს? - წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი, სოციალურ ქსელში.

25 მარტი 2026, 10:31

სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

25 მარტი 2026, 10:29

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 200 გრამამდე „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

25 მარტი 2026, 10:29

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ნ., წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ჯ.ჩ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილი

25 მარტი 2026, 10:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს სულიერი მამის გარეშე ვხვდებით

„1917 წლის 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ“.

25 მარტი 2026, 10:19

ტაბლოიდი

ჩინეთში შვიდმა ძაღლმა გატაცების შემდეგ 17 კილომეტრი გაიარა და სახლში დაბრუნდა🐕

19 მარტს შვიდივე ძაღლი პატრონებს დაუბრუნდა. იმ ადგილიდან, სადაც ისინი პირველად შენიშნეს, სოფლამდე მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია. მფლობელებმა დაადასტურეს, რომ მათი ერთგული მეგობრები სახლში არიან. კორგის პატრონმა აღნიშნა, რომ მის ძაღლს ადრეც კარგად შეეძლო ადგილმდებარეობის გარკვევა.

25 მარტი 2026, 10:02

სამართალი

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

25 მარტი 2026, 09:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი - ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას

დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

ლიზა გეგეჭკორი

25 მარტი 2026, 09:26

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტებზე: ბოღმით მოცულები არიან. შეუძლიათ ადამიანი აბულინგონ წონის, ნერვიულობის გამო. რას ვიზამთ, თქვენთვის მანიაკი სააკაშვილი სჯობს და „შობლიური“ სალომე გიყვართ, ხოდა გყავდეთ

ამ იდიოტებს რო ჰკითხო თავი მოგვეჭრა თურმე და ვინ ამბობს ამას? სალომე ზურაბიშვილისთვის ტაშისმკვრელი სექტა, ქალისთვის, რომელმაც 74 წელია ქართული ენა ვერ ისწავლა, მათ შორის ისე „იპრეზიდენტა,“ ერთი წინადადება არ უთქვამს გამართულად „შობლიურ ენაზე“- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს პირველ ლედიზე, თამარ ბაგრატიონზე განხორციელებული ბულინგის კამპანიის შესახებ, რომელიც მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე მის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

25 მარტი 2026, 09:23

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

25 მარტი 2026, 09:21

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა

შპს “ედვაიზო სოლუშენს”-ის მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც კომპანიებში არსებული მანუალურად წარმართული ფინანსური ოპერაციების ავტომატიზაციას აკეთებს. პლატფორმა ადამიანის ჩარევის გარეშე მართავს ფინანსურ ციკლს - ინვოისების გენერირება, გადახდების იდენტიფიკაცია და შეჯერება, ანგარიშ-ფაქტურების RS.ge-ზე ატვირთვა და საბანკო ტრანზაქციების ასახვა. პლატფორმის გადაწყვეტა ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს და API ინტეგრაციებს საგადასახადო სისტემებთან, ბანკებთან და საბუღალტრო პროგრამებთან.

25 მარტი 2026, 09:11

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

25 მარტი 2026, 09:02

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

25 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

დანიის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია იმარჯვებს, თუმცა მას მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირების უფლება არ ექნება

ეგზიტპოლების თანახმად, დანიაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.