25 მარტი 2026, 11:21 / სანდო წყარო

საქართველოს პირველმა ლედიმ ვაშინგტონში ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა


ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიას ესტუმრა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა.

აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ასევე უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

„მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადმომეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა ქართველს უცხოეთში, თუ საქართველოში ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

ყველა სიახლე

25 მარტი 2026, 13:02

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ავსტრიელი ფოტოგრაფი ჯოზეფ შტეფანი გახდა, სურათისთვის „მფრინავი მღრღნელი“, რომელზეც იბერიული ფოცხვერი და მისი ნადავლია აღბეჭდილი. ფოტო ესპანეთის სიუდად-რეალის პროვინციაშია გადაღებული.

25 მარტი 2026, 12:58

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 12:57

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ჰანდე ერჩელი ჰაკან საბანჩი

25 მარტი 2026, 12:54

მსოფლიო

თურქეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესმენები, მსახიობები, მოდელები დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლის პროკურატურამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში 16 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა, რომელთაგან 14 უკვე დაკავებულია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

25 მარტი 2026, 12:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

25 მარტი 2026, 12:46

სამართალი

საქართველო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „MILLENIUM“-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, 25-26 მარტს საქართველო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ „MILLENIUM“-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს

25 მარტი 2026, 12:32

საზოგადოება

ვებინარი თემაზე „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 30 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

25 მარტი 2026, 12:31

საზოგადოება

საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ის ობიექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამუზეუმო საქმიანობის გამართული ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა საავტორო უფლებებსა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების როლზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ასევე კოლექციების დიგიტალიზაციის სამართლებრივ ასპექტებსა და ინტერნეტსივრცეში განთავსების წესებზე.

დავით ქართველიშვილი

25 მარტი 2026, 12:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი დანიის არჩევნებზე: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება დანიის არჩევნებს. ანალიტიკოსი წერს, რომ შედეგები პარადოქსულია, ვინაიდან გაძლიერდა ყველა პარტია, გარდა „სოციალ-დემოკრატებისა“ - ფორმალურად პირველ ადგილზე მყოფი პარტიისა.

25 მარტი 2026, 12:14

რეგიონი

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არსებული სარწყავი ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ ჩიკვილაძე

25 მარტი 2026, 12:12

საზოგადოება

ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას ამიერიდან 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.

სულხან თამაზაშვილი

25 მარტი 2026, 12:09

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.

25 მარტი 2026, 12:07

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ჩარლზ მესამე

25 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს

გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე პირველი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში აპრილში ჩავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 მარტი 2026, 11:51

კულტურა

საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“

საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

25 მარტი 2026, 11:50

საზოგადოება

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ვილი სანიოლი

25 მარტი 2026, 11:47

სპორტი

ვილი სანიოლი: ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ახლა კვარა ისეთ ეტაპზეაოცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა,- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობის შესახებ.

25 მარტი 2026, 11:44

საზოგადოება

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

25 მარტი 2026, 11:41

საზოგადოება

„ჯაოკენ ბილდინგი“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელ კორპუსს სპირიდონ ვირსალაძის ქუჩაზე ააშენებს

კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობა ალტერნატიულ ლოკაციაზე - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის N12-ში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

25 მარტი 2026, 11:41

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.