31 მარტი 2026, 09:35 / სანდო წყარო

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მათივე ცნობით, სამიტზე დისკუსიების მიზანი ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე გამოცდილების გაცვლა და საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა იყო.

გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა მიმართა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, ქალბატონ მელანია ტრამპს. ისტორიას ემახსოვრება თქვენი ძალისხმევა, როდესაც 45 ერის წარმომადგენელი ერთად შეგვკრიბეთ და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორიაც სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინ მართავდა თამარ მეფე, პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იზომება იმით, თუ როგორ მფარველობს იგი ყველაზე დაუცველებს.

დღეს ჩვენ ერთი საზრუნავი გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ბავშვის მუდმივ კეთილდღეობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა მშობლისთვის კარგად არის ნაცნობი ის შინაგანი შფოთვა, რომელიც სულ თან გვდევს - ჩვენ გვინდა შვილები საფრთხისგან დავიცვათ, ამავდროულად მივცეთ თავისუფლება, რათა ფეხი აუწყონ ამ სწრაფად განვითარებად ეპოქას, აღმოაჩინონ სიახლეები და შეიცნონ სამყარო. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა - ჩუმი, უხილავი, თუმცა სრულიად რეალური, რომელსაც ყველგან, ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

პირველმა ლედიმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთი გონივრული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც მოზარდებს მისცემს თანამედროვე სამყაროში განვითარების საშუალებას და იმავდროულად, შეუნარჩუნებს მათ ცნობისმოყვარეობასა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირს.

„ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს. ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციისთვის სივრცე, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა „შუა გზის“(ოქროს შუალედის) პრინციპს ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვას შორის ბალანსის პოვნას“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ საქართველოს პირველ ლედისთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 10:59

ტექნოლოგიები

ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

ავსტრიის მთავრობამ ბავშვთა ონლაინ დაცვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა სავალდებულო გახდება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი.

ეკა სეფაშვილი

31 მარტი 2026, 10:53

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 10:37

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი პუტინის შესაჩერებლად სხვა გზას, დონეცკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანისა გარდა, ვერ ხედავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ომის შესაჩერებლად უკრაინაზე წნეხს ახორციელებენ და ითხოვენ, რომ უკრაინულმა ჯარმა ტერიტორიები დატოვოს.

31 მარტი 2026, 10:37

სამართალი

კკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

31 მარტი 2026, 10:33

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იმერეთის თვითმმართველობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„მელიორაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.

31 მარტი 2026, 10:29

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის\ თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.

31 მარტი 2026, 10:27

ტაბლოიდი

სიდნეიში „ტორტების პიკნიკმა“ ასობით ადამიანს უმასპინძლა

პროექტის ავტორი Google-ის თანამშრომელი და მოყვარული კონდიტერი, ელისა სუნგაა. მან 2 წლის წინ სან-ფრანცისკოში უბრალო ონლაინ მიწვევა გამოაქვეყნა ერთი პირობით: ყველას უნდა მოეტანა ტორტი. მას შემდეგ იდეამ მასშტაბური სახე მიიღო და პიკნიკზე დასასწრები ბილეთები დუბაიში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მომენტალურად იყიდება.

31 მარტი 2026, 10:22

მსოფლიო

„ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთით ოთხი მოკლული ებრაელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება

სამხრეთ ლიბანში საომარი მოქმედებების დროს ოთხი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი“) ავრცელებს.

31 მარტი 2026, 10:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული კამპანია მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა? ეს იყო ,,მეხუთე კოლონის" მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა

არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

31 მარტი 2026, 10:09

საზოგადოება

პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

31 მარტი 2026, 10:09

კულტურა

პირველი აზიური ევროვიზია ტაილანდში გაიმართება

პირველი აზიური „ევროვიზია“ ნოემბერში ბანგკოკში გაიმართება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ადასტურებს, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია. მათი მონაცემებით, მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 10-მა ქვეყანამ შეიტანა: სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ფილიპინებმა, ვიეტნამმა, მალაიზიამ, კამბოჯამ, ლაოსმა, ბანგლადეშმა, ნეპალმა და ბუტანმა. აზიური „ევროვიზიის“ პოტენციური აუდიტორია 600 მილიონ ადამიანად არის შეფასებული.

სკოტ ბესენტი

31 მარტი 2026, 09:49

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: დროთა განმავლობაში ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაიბრუნებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შტატები მალე მოიპოვებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და თავისუფალი ნავიგაცია განახლდება.

შალვა პაპუაშვილი

31 მარტი 2026, 09:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა, ერთხმად თქვა - დიახ!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

31 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

პრემიერი: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

31 მარტი 2026, 09:21

მსოფლიო

ირანმა დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი დაბომბა

ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი ალ-სალმი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

31 მარტი 2026, 09:20

მსოფლიო

ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს.

მარკო რუბიო

31 მარტი 2026, 09:12

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში

შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში, - განაცხადა მარკო რუბიომ ABC-ს ეთერში. სახელმწიფო მდივანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებსაც შეეხო, მაგრამ არ დააკონკრეტა იმ პირთა ვინაობა, რომლებთან საუბარიც, დონალდ ტრამპმა ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანში შიდა განხეთქილებაა.

31 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა „შაჰედის“ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას მოლდოვის მთავრობა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მამა გიორგი ვაშალომიძე

31 მარტი 2026, 08:55

საზოგადოება

მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს პატრიარქის საფლავს. ეს ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა

სიონის ტაძარში კვლავ ხალხის უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან, მოქალაქეებს ახლა უკვე მცირედი შეხება შეუძლიათ. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.