31 მარტი 2026, 16:56 / სანდო წყარო

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას ვაგრძელებთ

„დღეს, განათლების მინისტრთან ერთად, ვიმყოფებოდით თბილისის რამდენიმე სკოლაში, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ოპერატიულად მივიღეთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც ნაძალადევის რაიონს, ასევე დიდ დიღომს, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას“, - აღნიშნა მინისტრმა სკოლების დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნენ თბილისში ოთხი საჯარო სკოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს, ასევე არსებულ საჭიროებებს.

მინისტრებმა დაათვალიერეს ნაძალადევის რაიონში მდებარე №10 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია შენობის პირველი კორპუსი, ამ ეტაპზე კი გარე ფასადის და შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკოლა, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს.

თბილისის №133 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი ფლიგელის მშენებლობის შესახებ. ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს.

ასევე გადაწყდა, რომ საბურთალოს რაიონში მდებარე №158 საჯარო სკოლის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას დამატებითი ფლიგელის მშენებლობაც ვერ უზრუნველყოფს.

რევაზ სოხაძემ და გივი მიქანაძემ განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები პროექტების დაჩქარებისა და სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის, რათა პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

მინისტრებმა, საკრებულოს დეპუტატებთან, რაიონების გამგებლებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განიხილეს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

„ვფიქრობთ, მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად აისახება აღნიშნულ ტერიტორიებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. პროაქტიულად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიჭრას და ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ყველა სიახლე

ირინე წაქაძე

31 მარტი 2026, 18:25

ჯანდაცვა

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 18:19

მსოფლიო

თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება

„ეტყობა სერიოზული ანალიზი კეთდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ ფსიქოლოგიური მომენტის [ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში ხალხის ერთიანობის]. იქ [სამების ტაძრის ეზოში, პატრიარქის სამძიმარზე] იყო შეყვირებები, „მოდი გადავანგრიოთ, მივაწვეთ, შევიჭრათ, მაგრამ ვერ განავითარეს“.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 18:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი

ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

31 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში

პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.

31 მარტი 2026, 18:00

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ხუნდაძე

31 მარტი 2026, 17:59

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი

„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

პიტ ჰეგსეტი

31 მარტი 2026, 17:49

მსოფლიო

ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.

31 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

31 მარტი 2026, 17:43

რეგიონი

ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ჩარლზ მესამე დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 17:37

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე

31 მარტი 2026, 17:35

საზოგადოება

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა

უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

იაგო ხვიჩია

31 მარტი 2026, 17:31

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს

ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 17:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ელისაშვილზე: ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს

ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

31 მარტი 2026, 17:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე

ყველა ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მამა კახაბერ ტვილდიანი

31 მარტი 2026, 17:28

საზოგადოება

მამა კახაბერ ტვილდიანი: როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე

როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე, - განაცხადა მამა კახაბერ ტვილდიანმა.

დავით მათიკაშვილი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს

ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან

„ადამიანი, რომელიც ვერ ისვენებს, რომელიც იყო სისხლიანი რეჟიმის პირდაპირ შემოქმედი, რომელმაც მოიხადა სასჯელი და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ისვენებს, მავნებლობს, ცდილობს იგივე გააგრძელოს და რა თქმა უნდა, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ელისაშვილზე: ვერც პოლიტიკოსად შედგა, ვერც ბინ ლადენი გახდა

„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ დიფ სთეითი არც ტერორისტულ აქტებს ერიდება საქართველოში, არც ბომბების ჩამოცვენას, არც დეზინფორმაციას. აი ეს არის ელისაშვილის შემთხვევა - კლასიკური მაგალითი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.