კობა კობალაძემ ავსტრალიის ვეტერანთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა
ფოტო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტთან, გრეგორ ზახაროვთან და მის ვაჟთან ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთან, დევიდ ზახაროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, ისაუბრა ვეტერანების, როგორც ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ გადადგმულ, შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც სამსახურმა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით განახორციელა ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად. საუბარი შეეხო სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის ჩართულობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ასევე, სტრატეგიული პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და მათი მხარდაჭერა.
სტუმრებმა ისაუბრეს ავსტრალიის თანამეგობრობაში ვეტერანთა მხადასაჭერად სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე; სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, განსაკუთრებით, კი საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის შემუშავებულ, სპეციალური გადამზადების პროგრამებზე. გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შუამდგომლობა გაუწიონ ავსტრალიის პარლამენტში, ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე კომიტეტთან, რათა მოინახოს თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს ვეტერანთა მხარდასაჭერად.
ინფორმაციისთვის, გრეგორ და დევიდ ზახაროვებს ქართული წარმომავლობა აქვთ და წინაპრების სამშობლოში სტუმრობა, მათთვის, ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. აღსანიშნავია, რომ გრეგორის მამა_ შალვა გიგოლაშვილი, 1905 წელს საქართველოში, კერძოდ, გორში დაიბადა და იქვე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მოინათლა 1906 წელს. მისივე ინფორმაციით, 1919 წელს, შალვა გიგოლაშვილის მშობლები, ბოლშევიკურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა. ობლად დარჩენილი ბიჭი, იმ დროს, საქართველოში განთავსებული დიდი ბრიტანეთის ჯარის ოფიცერმა შეიფარა და თავის სამშობლოში წაიყვანა. 1921 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შალვა გიგოლაშვილს ზახაროვის გვარი მიენიჭა (მისი მამის სახელის მიხედვით), 1922 წელს კი_ ავსტრალიის თანამეგობრობაში იქნა გადაყვანილი. მას შემდეგ, შალვა გიგოლაშვილის შთამომავლები ავსტრალიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. წელს, გრეგორ ზახაროვი, საქართველოს მეოთხედ ეწვია.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა, გრეგორ ზახაროვი, 2025 წელს დააკავშირა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელთან, გიორგი კალანდიასთან, ვისი ძალისხმევითაც, გრეგორ ზახაროვის მიერ, მამამისზე, შალვა გიგოლაშვილზე მიწოდებული მასალების საფუძველზე, გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 18:25
ჯანდაცვა
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
31 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება
„ეტყობა სერიოზული ანალიზი კეთდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ ფსიქოლოგიური მომენტის [ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში ხალხის ერთიანობის]. იქ [სამების ტაძრის ეზოში, პატრიარქის სამძიმარზე] იყო შეყვირებები, „მოდი გადავანგრიოთ, მივაწვეთ, შევიჭრათ, მაგრამ ვერ განავითარეს“.
31 მარტი 2026, 18:10
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი
ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
31 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში
პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.
31 მარტი 2026, 18:00
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.
31 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი
„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
31 მარტი 2026, 17:49
მსოფლიო
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.
31 მარტი 2026, 17:45
პოლიტიკა
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
31 მარტი 2026, 17:43
რეგიონი
ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 17:37
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.
31 მარტი 2026, 17:35
საზოგადოება
მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა
უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.
31 მარტი 2026, 17:31
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს
ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
31 მარტი 2026, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ელისაშვილზე: ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს
ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 17:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე
ყველა ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
31 მარტი 2026, 17:28
საზოგადოება
მამა კახაბერ ტვილდიანი: როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე
როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე, - განაცხადა მამა კახაბერ ტვილდიანმა.
31 მარტი 2026, 17:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს
ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
31 მარტი 2026, 17:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან
„ადამიანი, რომელიც ვერ ისვენებს, რომელიც იყო სისხლიანი რეჟიმის პირდაპირ შემოქმედი, რომელმაც მოიხადა სასჯელი და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ისვენებს, მავნებლობს, ცდილობს იგივე გააგრძელოს და რა თქმა უნდა, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
31 მარტი 2026, 17:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ელისაშვილზე: ვერც პოლიტიკოსად შედგა, ვერც ბინ ლადენი გახდა
„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ დიფ სთეითი არც ტერორისტულ აქტებს ერიდება საქართველოში, არც ბომბების ჩამოცვენას, არც დეზინფორმაციას. აი ეს არის ელისაშვილის შემთხვევა - კლასიკური მაგალითი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.


