ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
ფოტო: istockphoto
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 09:35
რეგიონი
მესტია-უშჰულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
23 აპრილი 2026, 09:34
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე 29 გემი დააკავეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა 29 გემი დააკავეს და არ გაატარეს.
23 აპრილი 2026, 09:34
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 აპრილი 2026, 09:31
სამართალი
„ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე და ოპოზიციის აქტივისტები - ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ
სკანდალური ბრალდებების ავტორიც და ადრესატიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ოპოზიციური მოძრაობის, „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა ლუკა ჭოხონელიძემ გამოკითხვის შემდეგ, მედიის მიერ მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ ცილისწამებას გაასაჩივრებს. გამოიკითხნენ ოპოზიციის აქტივისტებიც.
23 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის საკითხზე განხეთქილებაა
ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა. დაპირისპირებასა და მისი მისამართით კომენტარებს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხიდან.
23 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 08:56
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
23 აპრილი 2026, 08:51
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
23 აპრილი 2026, 08:29
კულტურა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა თელაველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა
გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხული“, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედებითი ძიების შედეგს — ფერების, ფორმებისა და ემოციების სინთეზს. ლევან მოსიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს ქართულ თემატიკას, კახურ ყოფასა და ფილოსოფიურ აბსტრაქციებს.
23 აპრილი 2026, 08:25
კულტურა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა
საღამო სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი. საელჩოს მიერ მოწვეული იყვნენ სომხეთის ცნობილი მედუდუკეები.
23 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ საკანონმდებლო აქტის განხილვისას დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს შუა დერეფნისა და რეგიონის პოტენციალის განვითარებაში.
23 აპრილი 2026, 08:04
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
23 აპრილი 2026, 02:09
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა
ეგზონის ამოგდების (exon skipping) არცერთ პრეპარატს არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია ერთის გამოკლებით - რომელსაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ უარი ეთქვა. 2018 წელს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება და მას შემდეგ არცერთ ამ ტიპის პრეპარატზე განაცხადი არ არის შეტანილი. მიზეზია წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე. კერძოდ, „კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით“. ესე იგი, მათ შორის, ვინც პრეპარატს იღებს და ვინც პლაცებოს არ იღებს (ანუ რეალურ პრეპარატს), შედეგი ერთნაირია. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტი ერთ მილიონ დოლარამდე ღირს და, ბუნებრივია, ასეთი საკითხი მარტივად ვერ გადაწყდებოდა და ვერც ასეთი კვლევები გამოქვეყნდებოდა სერიოზული არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 02:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია
ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევები გრძელდება, პროგნოზი დამაიმედებელია.
23 აპრილი 2026, 01:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა საჭიროა არა ემოციით, არამედ - პრაგმატული არგუმენტებით.
23 აპრილი 2026, 01:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა
მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 01:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან
„საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან. მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 01:52
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ პრეპარატების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
23 აპრილი 2026, 01:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში
დღეს ინფორმაციული ომი არის მთავარი იარაღი სხვადასხვა ჯგუფის, ქვეყნის, ორგანიზაციის თუ ადამიანის ხელში. აქ საჭიროა დიდი პოლიტიკური ალღო, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”. მან უპასუხა კითხვას - როგორია თქვენი თვალით დანახული ის გამოწვევები, რასაც ქვეყანამ გაუძლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?


