გიორგი სოსიაშვილი: ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეობა გადაიბარა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული სული, სუნთქვა შთაბერა
გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
„გილოცავთ ჩვენი სათაყვანებელი მამულიშვილის, დიდი ივანე ჯავახიშვილის დღეს. ეს გასაოცარი დღეა, ზეიმია თითოეული ქართველისთვის. ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეობა გადაიბარა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული სული, სუნთქვა შთაბერა. გავიხსენოთ მისი სიტყვები - „საჭიროა, ხალხმა იცოდეს ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული ყალბი ამბები“. ეს მიანიშნებდა, რომ ის საქართველოს ისტორიის ახალი მესაძირკვლე ხდებოდა და მართლაც, ის ჩვენი ისტორიოგრაფიის პატრიარქი გახდა. ივანე ჯავახიშვილი ჭეშმარიტად მარტვილი იყო. მან მოწამეობრივი გზა გაიარა, წარმოუდგენლად დიდი წნეხის მიუხედავად, თავისი წილი ჯვარი ღირსეულად ზიდა და ბოლომდე მიიყვანა თავისი საქმე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი სოსიაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დიდი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები წარსდგნენ.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 15:44
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღდგენის შემდეგ, ბრატისლავა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტს აღარ დაბლოკავს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს აღარ დაბლოკავს.
23 აპრილი 2026, 15:40
კულტურა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 15:32
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
23 აპრილი 2026, 15:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან. შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
23 აპრილი 2026, 15:22
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირის ლიდერებს ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავება უწევთ
ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, ევროპა ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 15:14
საზოგადოება
მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრილი 2026, 15:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
23 აპრილი 2026, 15:01
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 15:00
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი: უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები
საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.
23 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია, ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია
ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.
23 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: წლებია, თვალყურს ვადევნებთ, როგორ ერთიანდებიან წინასაარჩევნოდ, მერე იშლებიან. ცოტა ხანში ნახავთ, როგორ ჩამოიშლება ის ვითომ ოპოზიციური ერთიანობა, რომელიც თითქოს, ბოლო პერიოდში შექმნეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკასთან“ კომენტარი ოპოზიციურ ალიანსის ერთობაზე გააკეთა. კერძოდ, დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს.
23 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჰერჩინსკის: ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე, პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს
ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.
23 აპრილი 2026, 14:55
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული
სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
23 აპრილი 2026, 14:55
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლო აღმოსავლეთში ომი ევროპას ასუსტებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომი ევროპას ასუსტებს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 14:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც სახელმწიფოს, ერს - საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების" და „მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ დროს" ჩააბარა
ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
23 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები
„ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
23 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა.
23 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც
მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა “ჩახუტებით გავეგუდეთ", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
23 აპრილი 2026, 14:27
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად, არ განხორციელდეს
მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე მუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
23 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.


